in

რეკლამა ციფრული სამყაროს განუყოფელი ნაწილია

„რეკლამის დასასრული ახლოვდება“, — განაცხადა Forrester-ის მკვლევარმა დაახლოებით ხუთი წლის წინ.

ამ თემაზე საკონსულტაციო ფირმის 2017 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, მკვლევარმა განმარტა, რომ „მომხმარებლებს უფრო მეტად შეუძლიათ შეუფერხებლად მიიღონ ის, რაც სურთ“. იმ დროს ეს არ იყო იშვიათი. იმავე წელს გამოცემულ წიგნში, პირდაპირ სახელწოდებით „რეკლამის დასასრული“, მსგავსი არგუმენტი გაჟღერდა: „სარეკლამო აპოკალიფსი მოდის. დღეს მილიონობით ადამიანი იყენებს რეკლამის დაბლოკვის პროგრამულ უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მეტი ადამიანი იხდის თანხას რეკლამების თავიდან ასაცილებლად. ეს $600 მილიარდიანი ინდუსტრია ახლა გადაშენების გზაზეა“.

Netflix სწორედ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა რეკლამების გამოყენებაზე.  სტრიმინგის გიგანტიც სწორედ ხარისხზე, შეუფერხებელ ყურებაზე ფოკუსირების მეშვეობით გახდა საოცრად წარმატებული. თუმცა ყველაფერი იცვლება — კომპანიამ განაცხადა, რომ რეკლამები ნელ-ნელა მის პლატფორმაზეც დამკვიდრდება. ამასთან დაკავშირებული დეტალები ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, ამის მიზეზი ნეტფლიქსის აბონენტების მასშტაბური შემცირება გახდა. ამასთან, გასათვალისწინებელია მზარდი კონკურენცია სტრიმინგის კატეგორიაში, რომლის დიდი ნაწილი რეკლამიდან მოდის.

უფრო დიდი პერსპექტივით რომ შევხედოთ, ძველ დროში მომხმარებლები პასიურად იღებდნენ კომერციულ „მესიჯებს“. მკაფიო და შეუჩერებელი იყო სარეკლამო ბიზნესი. დროთა განმავლობაში კი ტექნოლოგიასა და მედიაში ცვლილებების სერია ვიხილეთ — საკაბელო ტელევიზია, ციფრული ვიდეო ჩამწერები, ინტერნეტი და ა. შ. ამას თან ახლდა  ფუნდამენტური ცვლილება მომხმარებელთა ქცევაში: სავარაუდოდ, ახალი სკეპტიციზმი და ზიზღი რეკლამის მიმართ. 

რეკლამის თავიდან აცილების ბიზნესი მართლაც გაჩნდა, რა თქმა უნდა, HBO-დან პრემიუმ სააბონენტო სერვისებამდე. და ბევრი სარეკლამო ბიზნესი, როგორიცაა ქსელური ტელევიზია და გაზეთები, დაზარალდა ან საერთოდ გაუქმდა.

თუმცა ამასობაში, ირკვევა, რომ ციფრული ეპოქის ზოგიერთი ყველაზე დამაფიქრებელი ბიზნესის წარმატების ისტორია მხოლოდ რეკლამასთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად მათი დამფუძნებლების თავდაპირველი წინააღმდეგობისა, Google და Facebook სარეკლამო გიგანტები გახდნენ. და მობილური ეპოქის მედია ჯერ კიდევ მთლიანად გაჯერებულია კომერციული შეტყობინებებით, სოციალური მედიის „გავლენის“ ბნელი სამყაროდან დაწყებული, ძველი სკოლის ტრადიციულ რეკლამებამდე. მთლიანობაში, რიგითი მომხმარებელი დღიურად 10 000-მდე კომერციულ შეტყობინებას იღებს.

ამ ყველაფრის ფონზე, ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნეტფლიქსი ერთადერთ შესაძლო ნაბიჯს დგამს რეალურ სამყაროში მომხმარებელთა ქცევის საპასუხოდ. კომპანიის თქმით, ახალ ეტაპს „რეკლამების შემწყნარებლობა“ წარმოადგენს. „თითქმის არცერთ ჩვენგანს არ სურს რეკლამის მიღება… მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აბსოლუტურად ვერავინ აიცილებს მათ“. 

Instagram-ზე NFT-ის ტესტირება იწყება

Corona-მ სარეკლამო კამპანია მზესთან ერთად წამოიწყო