in

როგორ გამოვიყენოთ Instagram-ის რეკლამა ეფექტურად?

თუკი Instagram-ის არხის თქვენი ბიზნესისთვის ეფექტურად გამოყენება გსურთ, შესაბამისი სარეკლამო ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება დაგჭირდებათ. როგორც აღმოჩნდა, „ინსტაგრამის“ რეკლამა სულაც არ არის მხოლოდ სილამაზის, მოდისა და მოგზაურობის ინდუსტრიისთვის და მისი გამოყენება სხვა სფეროებშიც წარმატებით შეიძლება. სპეციფიკური აუდიტორია და საკომუნიკაციო სტილი მომხმარებლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების კარგი შანსია. მაინც, რა როლი აქვს „ინსტაგრამის“ რეკლამას საერთო გაყიდვების სტიმულირებაში? ან როგორ შეგვიძლია მისი ეფექტურად გამოყენება? – აი, რას გვირჩევს სააგენტო Leavingstone-ის ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი ანიკა გავაშელი.

M: რა შემთხვევაში სჯობს „ინსტაგრამის“ რეკლამის გამოყენება, მაგალითად, Facebook-თან შედარებით?

საქართველოში ინსტაგრამზე რეგისტრირებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე უახლოვდება ფეისბუქზე რეგისტრირებულთა რაოდენობას. Ამის მიუხედავად, ქართული კომპანიების უმეტესობას მაინც არ ვურჩევ მხოლოდ ინსტაგრამის რეკლამებით დაკმაყოფილებას. იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული შედეგის მისაღებად ორივე პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ. Მათი ერთდროულად გამოყენება შესაძლებელია როგორც ორივე ფლეისმენთის მონიშვნისას ედს მენეჯერში რეკლამის შექმნის დროს, ისე ცალკე, მხოლოდ ინსტაგრამის ფლეისმენთზე კამპანიის გაშვებით ფეისბუქის კამპანიების პარარელულად. 

გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი ამომავალი წერტილი კამპანიის მიზნები უნდა იყოს

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ფეისბუკი დღემდე ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად რჩება, იშვიათია შემთხვევები, როდესაც კლიენტს მხოლოდ „ინსტაგრამის“ სარეკლამო მომსახურებას ვთავაზობთ. პლატფორმებს შორის არჩევანის გაკეთებისას უპირველესი, რასაც ვაქცევ ყურადღებას არის კომპანიის მომხმარებლის პოზიცია საკომუნიკაციო „ფანელში“, ანუ მისი მზაობა კონვერსიისთვის. 

„ფანელის ცნობადობის გაზრდისა და ჩართულობის ეტაპზე („ფანელის“ ზედა ეტაპები) მყოფი აუდიტორია საკმაოდ კარგი დასამუშავებელია ინსტაგრამში. „ინსტაგრამი“ სქროლვასა და ჩართულობას უწყობს ხელს. უფრო ქვედა ეტაპებზე ფეისბუქის გამოყენება მეტადაა რეკომენდებული. „მეტას“ ეკოსისტემა რემარკეტინგის საშუალებას გვაძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტაგრამზე “გახურებული” აუდიტორია ფეისბუქის გავლით შეგვიძლია მივიყვანოთ კონვერსიამდე. 

ინსტაგრამი მობილურ ჩვენებაზეა გათვლილი. ქართველი და უცხოელი მომხმარებლების 70%-ზე მეტი სოც.მედიას მობილურით იყენებს. Შესაბამისად, ინსტაგრამით აუდიტორიას ფეისბუქზე არა ნაკლებ ეფექტურად შეგვიძლია მივაწვდინოთ ხმა. 

ასევე, ინსტაგრამზე ორიენტირებისას გასათვალისწინებლია მომხმარებლის გეოგრაფიული მდებარეობა. მაგალითად, „ლივინგსტონის“ რამდენიმე კლიენტისთვის ინსტაგრამის რეკლამებს გაცილებით ხშირად ვიყენებთ სპარსეთის ყურეში ან ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში რეკლამირებისას.

M: რამდენად ეფექტიანია ინსტაგრამზე რეკლამა, შენი გამოცდილებით?

„ინსტაგრამზე“, ჩვენი კლიენტებისთვის, რიჩის და ინგეიჯმენთის კამპანიები საკმაოდ ეფექტიანია. ხშირად, CPM ინსტაგრამზე უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე ფეისბუქის პლატფორმაზე. თუმცა, Როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკეთეს შედეგებს ვიღებთ, როდესაც ორივე პლატფორმას ერთდროულად ვიყენებთ.

M: რა ტიპის პროდუქტის ან სერვისისთვის არის უმჯობესი „ინსტაგრამის“ გამოყენება?

მითია, რომ ინსტაგრამის გამოყენება შეზღუდულია ინდუსტრიების მიხედვით. კი, ინსტაგრამი ვიზუალური სთორითელინგის პლატფორმაა. თუმცა, საინტერესო კონტენტის წარმოება ნებისმიერი ინდუსტრიისთვისაა შესაძლებელი. ამიტომ, ინსტაგრამს კონკრეტული პროდუქტებითა და სერვისებით არ შევზღუდავდი. 

მაღალი ჩართულობის მიღწევა ინსტაგრამზე ნებისმიერ ბრენდს შეუძლია. მთავარია, კონტენტი საინტერესოდ იყოს წარმოდგენილი. აუდიტორიას უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც მას სჭირდება. ასეთ შემთხვევაში, რეკლამაზე გაშვებული კონტენტი გაცილებით მარტივად გავრცელდება და სარეკლამო კაბინეტში თითო აქტივობის ფასიც ეტაპობრივად შემცირდება.

ინსტაგრამი, ისევე როგორც ფეისბუქი, ეფექტურია როგორც Business-to-Business (B2B), ისე Business-to-Consumer (B2C) მარკეტინგისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, საქართველოში ინსტაგრამს ყველაზე აქტიურად ელ.კომერციის, მოდის, უძრავი ქონებისა და HoReCa სფეროები იყენებენ, ამ სოციალური ქსელის გამოყენება თავისუფლად შეუძლია ისეთ ინდუსტრიებსაც, როგორიცაა მედიცინა, ინჟინერია, არქიტექტურა, მეცნიერება…

საბოლოო ჯამში, ისევ ვუბრუნდებით „ფანელში“ კონკრეტული ბრენდის კონტენტსა და მისი მომხმარებლის პოზიციას.

M: რა სახის რეკლამა სჯობს „ინსტაგრამზე“? როგორია, მაგალითად, სთორის რეკლამის ეფექტურობა, პოსტთან შედარებით?

ინსტაგრამზე სთორების ფორმატი ყველაზე აქტიურად „დაკლიკვადია“.

ზოგადად, ვიდეო სთორები, რილსები, ინფოგრაფიკა „ინსტაგრამის“ ფიდზე – ეს ყველაფერი ინსტაგრამისთვის რეკომენდებულია. მთავარია, დაცული იყოს ფორმატის მოთხოვნები და Meta-ს პოლიტიკა.

M: რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ სარეკლამო პოსტის/სთორის შექმნისას?

მიზანი არის უპირველესი კრიტერიუმი, რომლის განსაზღვრაც მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში დაგვეხმარება. მიზნის განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელია შესაბამისი ფორმატის შერჩევა – რა იქნება უკეთესი მიზნის მისაღწევად, მოკლე ვიდეო feed-ზე, გრაფიკული პოსტი თუ სთორი? აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება კონკრეტული ფორმატის მოთხოვნებს. „ინსტაგრამი“ სთორებში გვაძლევს უამრავი „ლეიაუთის“ გამოყენების საშუალებას, რაც კონტენტს ვიზუალურად უფრო მომხიბლელსა და ეფექტურს ხდის. ყველა დამატებითი კრიტერიუმი დამოკიდებულია ფორმატზე – „ინსტაგრამზე“ შეგვიძლია შოპის, სთორების, ბრენდირებული კონტენტისა და რილსების გამოყენება. 

ასევე, გასათვალისწინებელია ინსტაგრამზე ბმულების მითითების საშუალებები:

არ ჩადოთ ბმულები გვერდის პოსტის აღწერებში. რეკლამირებისას გამოიყენეთ CTA ღილაკები, რომლის არჩევანიც ინსტაგრამზე საკმარისადაა. სურვილის შემთხვევაში, ინსტაგრამზე ბმულების განთავსება შეგიძლიათ გვერდის აღწერაში ან, სთორის დარეკლამის შემთხვევაში, უშუალოდ სთორიში. ამის საშუალება მოგეცემათ როგორც სთორის ორგანულად განთავსების დროს, ისე რეკლამის შექმნის პროცესში, „ედს მენეჯერიდან“.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ამ ხელის პროთეზს თქვენი სუნთქვით გააკონტროლებთ

Kontakt Home-ში დასაქმების დროა! – იხილეთ შემოთავაზებული ვაკანსიები