ბილბორდების უმეტესობა მასებისთვის არის შექმნილი. მათზე ისეთი მესიჯია დატანილი, რომ ყველას ეხება და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მანქანის მძღოლი წაიკითხავს.
პერსონალური ბილბორდი ძალიან იშვიათია, თან ინტერაქტიული. მინი კუპერმა ეს წესი დაარღვია და მხოლოდ მინის მძღოლებისთვის ბილბორდი შექმნა. ელექტრონული ბილბორდი ლონდონში დაამონტაჟეს. ის მოქმედებაში შედის მაშინ, როდესაც ტრასაზე მინი კუპერი მოჩანს.
ამ პროექტის განხორციელების ძირითადი იდეა იყო მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ ისინი რაღაც განსაკუთრებულის მფლობელები არიან. (# mininotnormal)
2007 წელს BMW-საც იგივე მცდელობა ჰქონდა, როდესაც RFID ჩიპების საშუალებით მძღოლების იდენტიფიკაციას ახდენდნენ.