დღეს ბრენდები და ბიზნესები იმაზე მეტს საუბრობენ გარემოზე, ვიდრე ოდესმე. 2020 წლიდან 2022 წლამდე SEM რეკლამების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ და გარემოსდაცვით გზავნილებს ატარებს, 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ რეკლამების მიერ გამოწვეულ 5 ემოციას შორის 3 დადებითია, დანარჩენი ორი კი უარყოფითი…
რეაქციის გამოწვევა
უფრო საინტერესო დანაშაულისა და მწუხარების ემოციებია, რომლებსაც SEM რეკლამები გვთავაზობს. ბუნებრივია, თავდაპირველად ამისთვის არ არის გამიზნული, რადგან არცერთ ბრენდს სურს, უარყოფით ემოციებს უკავშირდებოდეს, მაგრამ მდგრადობაზე საუბარი საქმეს ცვლის — არ არსებობს მეთოდი, რომლითაც უარყოფით ემოციებს ავარიდებთ თავს, თუნდაც ბრენდის ოპტიმისტური გზავნილი იმას ეხებოდეს, რასაც თავადვე აკეთებს ან გვთავაზობს.
დანაშაულის გრძნობა
SEM რეკლამების ნაწილი ხშირად დანაშაულის გრძნობას გვიჩენს, მაგალითად, როცა კლიმატის ცვლილებებზე ვსაუბრობთ, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, თუმცა ამის თავიდან არიდება მსგავსი თემატიკის რეკლამებში შეუძლებელია. შეტყობინების ნაწილს ის გარემო წარმოადგენს, რომელსაც საფრთხე ემუქრება, შესაბამისად, შიშიც და ამაზე წუხილიც მის ნაწილად გვევლინება. იდეა კი ის არის, რომ ადამიანებს საკმარისად უნდა ეშინოდეთ იმისათვის, რომ ბრენდზე არჩევანი შეაჩერონ.
მართალია, შიშების უმეტესობა ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდება, მაგრამ აქაც მიზანი იგივეა და ეს ქცევის მოტივირებაში გამოიხატება. აქვე ჩნდება კითხვაც: რა არის საუკეთესო გზა შიშის თანმდევ ელემენტებთან გასამკლავებლად? ძირითადად შთაგონებას ვეყრდნობით და ვცდილობთ, შიშისა და დანაშაულის გრძნობისგან გავთავისუფლდეთ, თუმცა სწორი პასუხი კიდევ უფრო მეტი შიშია…
მეტი შიში
დარწმუნებისთვის შიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პოპულარული რწმენისგან განსხვავებით, დამარწმუნებელი შეტყობინებები, რომლებიც პოტენციურ საფრთხესა თუ ზიანზე ხაზგასმით ცდილობს, შეგაშინოთ, საკმაოდ კარგად მუშაობს. შესაბამისად, რაც უფრო გვეშინია, მით უკეთესია. არ არსებობს უკუჩვენებები, თუმცა წარმატების მისაღწევად შიში სამოქმედო გეგმას ან ეფექტურ განცხადებას უნდა მოიცავდეს…
მნიშვნელოვანია, ადამიანები მაღალი მგრძნობელობითაც გამოირჩეოდნენ და რისკების პერსონალურად შეგრძნებაც შეეძლოთ. მათთვის უბრალოდ ზოგადი საფრთხის შეხსენება, ნამდვილად ვერ გახდება მოტივაცია… სწორედ ამიტომაა საჭირო სწორი ტიპის უფრო მეტი შიში — მხოლოდ ეს მოგვცემს ინსპირაციის ქმედებად გარდაქმნის შანსს.