მაშინ როცა სარეკლამო ინდუსტრიამ ყველა სფერო მოიცვა, კომპანია Coors ახალ ფრონტს იპყრობს და ეს, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი სიზმრებია! ახალი ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთმა ქალმა სიზმარში ლუდსახარშის რეკლამა „ჩაიმონტაჟა“.
ამასთან, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა მწერალმა ბობი გულდმა. მის შემთხვევაშიც ყველაფერი წარმატებით დასრულდა — დიახ, მან საკუთარ სიზმრებში ლუდის რეკლამები ნახა.
მანამდე კი Craigslist-ის უცნაური რეკლამა გავრცელდა, სადაც მოხალისე „ძილისმოყვარულებს“ იწვევდნენ და ამაში 1000 დოლარს უხდიდნენ. ამ წინადადებით მწერალი ბობი გულდი და მისი შეყვარებულიც დაინტერესდნენ. ისინი ათზე მეტ მოხალისესთან ერთად აღმოჩნდნენ, სადაც Molson Coors-ის მარკეტერები მათ ტვინის მონიტორინგს უტარებდნენ.
ექსპერიმენტი ასეთი იყო: მოხალისეებს დაავალეს ეყურებინათ ვიდეოსთვის, რომელშიც ლუდი ჩანჩქერებისა და ჯუნგლების ფონზე იყო ნაჩვენები, შემდეგ კი მათ ამ ვიდეოს მხოლოდ ხმის მოსმენისას უნდა დაეძინათ. როგორც მწერალი ამბობს, იგი მომდევნო 8 საათის განმავლობაში „უცნაური Coors-ების სიზმრების სერიას“ ხედავდა.
„ერთ სიზმარში პოგოს ჯოხით და Coors-ის პროდუქტებით ვხტებოდი, მეორეში, თვითმფრინავში ვიყავი, ადამიანებს ლუდის ქილებს ვესროდი და ისინი მგულშემატკივრობდნენ“,— ამბობს მწერალი ბობი გულდი.
ექსპერიმენტის შემდეგ კი ფოკუს-ჯგუფის მეთოდი გამოიყენეს, სადაც მოხალისეებს მიღებული გამოცდილება უნდა განეხილათ. თუმცა, როგორც ამბობენ, ეს „ლაბორატორიის თაგვებად“ აგრძნობინებდათ თავს…
საინტერესოა ისიც, რომ ამ საკითხზე აქამდე Coors, Xbox და Burger King ერთად მუშაობდნენ. მათი მიზანი, აუდიოსა და ვიდეოს დახმარებით, კვლავ რეკლამების ადამიანის სიზმრებში „განთავსება“ იყო. „დაძინებამდე ეს ხმები ისეთივე ჩვეულებრივი გახდება, როგორც გზატკეცილის დაუსრულებელი ბილბორდები ჩვენს რეალურ ცხოვრებაში“, — აცხადებენ მკვლევრები.











