in

„რეკლამა თამაშით“- ახალი სარეკლამო მეთოდის უპირატესობები

პლატფორმას დღეში 30 000-ამდე მომხმარებელი სტუმრობს

agafos.com, ეს არის შემეცნებით-გასართობი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ქვიზების, ტესტების, გამოკითხვების შექმნა და თამაში (ე.წ. user-generated content). პლატფორმას დღეში 30 000-ამდე მომხმარებელი სტუმრობს. მარკეტერი „აგაფოსის“ დირექტორ, დავით პატეიშვილს გაესაუბრა, რათა შეეტყო, რა შესაძლებლობებს აძლევს საიტი კომპანიებს, რომლებიც რეკლამის ინოვაციურ და ეფექტიან გზებს ეძებენ, პანდემიის პირობებში მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.

მოგესალმებით, დავით. საინტერესოა, როდის და როგორ დაიწყოაგაფოსისთავგადასავალი?

ჯერ კიდევ 2020 წლამდე ჩავიფიქრეთ “აგაფოსი” – User-generated პლატფორმა, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდებოდა მარკეტერებისთვის! მოსამზადებელი სამუშაოები დაუყოვნებლივ დავიწყეთ, თუმცა 2020 წლის დასაწყისში პანდემია წამოგვეწია. დავდექით დილემის წინაშე, თავი შეგვეკავებინა და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გამოვჩენილიყავით ბაზარზე, თუ გაგვერისკა და, ყველაფრის მიუხედავად, დაგვეწყო მუშაობა. ვინაიდან საგანგებო სიტუაციებისგან არასდროს ვართ დაზღვეული, ეპიდემიას მივუდექით ისე, როგორც მორიგ სირთულეს, რომლის გადალახვას აუცილებლად შევძლებდით.

რა იყოაგაფოსისთვის“ 2020 წლის მთავარი გამოწვევა და როგორ დაძლიეთ?

მთავარ გამოწვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბაზარზე დამკვიდრება: მიუხედავად იმისა, რომ „აგაფოსი“ უნიკალური პროექტია და პირდაპირი კონკურენტები არ გვყავს, ახალ პროდუქტს ყოველთვის სჭირდება დრო მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად. ნამდვილი გამოწვევა იყო ინოვაციური კომპანიებისა და პროგრესული მარკეტერების პოვნაც, რომლებსაც არ ეშინიათ სიახლეების, სასურველი შედეგის მისაღწევად და, ამავდროულად, ერკვევიან თანამედროვე ბაზრის საჭიროებებსა თუ ტენდენციებში. ბოლოს, უნდა ითქვას, რომ პანდემიის გამო ბევრი კომპანია რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მარკეტინგისთვის გამოყოფილი თანხა საგრძნობლად შეამცირა.

კომპანიას ქმნის გუნდივინ დგასაგაფოსისუკან?

ჩვენი სტარტაპის უკან დგას პრფესიონალთა გუნდი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული თავის საქმეზე! ჩვენ მუდმივად სიახლეს ვეძებთ და თითოეულ დავალებას კრეატივით ვუდგებით. ჩვენი მთავარი მიზანი საუკეთესო პროდუქტის შექმნა და შეთავაზებაა.

რატომ მიგაჩნიათრეკლამა თამაშითკლიენტების/მყიდველების მოზიდვის საუკეთესო გზად?

მარკეტერებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ რეკლამის (და არა მხოლოდ რეკლამის) ძველი ფორმები კარგავს ეფექტიანობას. სწორედ ამიტომ  მომხმარებლის ყურადღების მიქცევის ახალი გზების პოვნის საჭიროება წარმოიშვა. ადამიანებს მოსწონთ ინფორმაციის მიღება გართობის საშუალებით, ამ პროცესში პოტენციური მყიდველი მზად არის გახდეს რეკლამის თანამონაწილე. ამგვარად, კონკრეტული კომპანიის მიმართ დადებითი ემოციები აღეძრება და ინტერესი უჩნდება, რეკლამაც ასრულებს თავის დანიშნულებას.

თქვენ ამაყობთ იმით, რომაგაფოსიუნიკალური პროექტია. რა სძენს მას უნიკალურობას?

„აგაფოსის“ უნიკალურობა ეფუძნება რამდენიმე კომპონენტს: უპირველესად, კომპანია პარტნიორებს სთავაზობს რეკლამის ახლებურ და კრეატიულ საშუალებას – „საპრიზო კითხვას“ – რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პლატფორმაზე. გარდა ამისა, მართალია ქართულ სივრცეში არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც ტესტებს და ქვიზებს ქმნიან, მაგრამ მათთვის მსგავსი კონტენტი ერთგვარი დამატებაა, „აგაფოსისთვის“ კი მთავარი ღერძი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს საიტზე მხოლოდ ტესტები, ქვიზები და გამოკითხვები იდება. ეს არის სივრცე საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად, ცოდნის შესამოწმებლად, ახალი ინფორმაციის მისაღებად, თავის ან გარშემომყოფების გასაცნობად.

საპრიზო კითხვა ახსენეთ, გვიამბეთ მის შესახებ

რეკლამის ამ ფორმას აქვს რიგი უპირატესობები, რაც გამოიხატება მომხმარებლის ლოიალობის აღრზდაში:

  • ქვიზების და ტესტების მოყვარულებს რეკლამას ვაწვდით მისთვის მისაღებ ფორმატში – კითხვა-პასუხის სახით, რომელსაც თან დაჰყვება გრაფიკული გამოსახულება და განმარტებები;
  • რეკლამის განმთავსებლის მხრიდან კრეატიული მიდგომის შემთხვევაში კითხვა და პასუხები შეიძლება იყოს ერთდროულად სახალისო და ინფორმაციული.
  • სწორი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელი იგებს რეკლამის განმთავსებლის მიერ შეთავაზებულ ელექტრონულ ფასდაკლების კუპონს, პრომო კოდს ან სხვა სპეციალურ შეთავაზებას;
  • გარდა ამისა, კომპანიებს ვთავაზობთ ტარგეტირების სხვადასხვა მექანიზმებს.
  • დავძენ, რომ რეკლამის განმთავსებლისა და მომხმარებლისთვის საპრიზო კითხვაში გათვალისწინებულია ქველმოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

2020 წელი გამოწვევებით იყო სავსე, საინტერესოა, რას გეგმავთ 2021 წელს

„აგაფოსი“ აფართოებს პარტნიორთა წრეს, შესაბამისად, ვგეგმავთ კომპანიებთან „დამეგობრებას“ და მათ დახმარებას, რათა მიაღწიონ სასურველ მიზნებს: გააცნონ თავი ადამიანებს, გაზარდონ გაყიდვების მაჩვენებელი, დაამყარონ კომუნიკაცია მომხმარებლებთან და შეიძინონ ლოიალური კლიენტები. ასევე, განვაგრძობთ ჩვენი პროექტის დახვეწასა, ამ ეტაპზე პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი, 2021-წელს ჩვენი მიზანია “აგაფოსი” გაგაცნოთ ყველა შემადგენელი ელემენტით…

 

[პარტნიორის კონტენტი]

კამალა ჰარისის ფიცის დადების ცერემონიალი აშშ-ში მცხოვრები გოგოების პერსპექტივით

გასულ წელს ევროპამ უფრო მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე წიაღისეული საწვავი