Meta ინსტაგრამზე ორ ახალ ფუნქციას ნერგავს, რომლებიც უშუალოდ რეკლამის შემქმნელებისთვისაა განკუთვნილი. ერთ-ერთი მათგანი ძიების შედეგებში რეკლამების გამოჩენას ეხება, რადგან ადამიანებმა, რომლებიც აქტიურად ეძებენ კომპანიებს, პროდუქტებსა და კონტენტს, მარტივად იხილონ თემატური რეკლამა.
პირველადი ტესტირების ფაზის შემდეგ, კომპანია ფუნქციის გლობალურად ამოქმედებას გეგმავს. სავარაუდოდ, ის ბევრი მომხმარებლისთვის არასასურველი და არასასიამოვნო იქნება, მაგრამ უშუალოდ ბიზნესებისთვის პოპულარიზაციის შანსი გაიზრდება. თანაც, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეკლამები ჩვენს ინტერესებზე იქნება მორგებული — მაგალითად, თუ ხშირად ეძებთ „კანის მოვლას“, შესაბამის რეკლამირებულ კონტენტსაც იხილავთ.
გარდა ამისა, სოციალური მედია Reminder Ads-ს აამოქმედებს, რომელიც კომპანიებს სიახლეების გამოცხადების, შეხსენებისა და ხალხისთვის შეტყობინებას გაუადვილებს. მისი მთავარი იდეა კრეატორებისთვის ცნობადობის ჩამოყალიბებისა და „მოლოდინის მარკეტინგის“ განვითარების ირგვლივ ტრიალებს. ამასთან, მომხმარებლები თავად ირჩევენ შეხსენების ინტენსივობას და ვადას — იქნება ეს ღონისძიების დაწყებამდე ერთი საათით ან 15 წუთით ადრე თუ უშუალოდ მიმდინარეობისას.