რეკლამა, მედია გამოცემების არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს, სხვადასხვა პლატფორმის განვითარების გამო, ტრადიციულ მედიაში რეკლამის განთავსება შემცირდა. ენდრ
იუ ესექსი, რომელიც ჯერ სხვადასხვა გამოცემის ჟურნალისტი იყო, შემდეგ კი მათთან, როგორც რეკლამის დამკვეთი, ისე თანამშრომლობდა, მიიჩნევს, რომ მედია წარმომადგენლებმა ეს საკითხი შეთანხმების გზით უნდა დაარეგულირონ. აღსანიშნავია, რომ ენდრიუ ესექსმა, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა მედია გამოცემის ჟურნალისტი იყო, შემდეგ თავად დააფუძნა სარეკლამო სააგენტო. ცოტა ხნის წინ კი გამოსცა წიგნი, პროვოკაციული სათაურით, “რეკლამის აღსასრული”. “მარკეტერი” გთავაზობთ გამოცემა Inc.-ის ინტერვიუს ენდრიუ ესექსთან, სადაც ის ტრადიციულ მედია გამოცემებში რეკლამის აწმყოსა და მომავალზე საუბრობს.
“რეკლამის აღსასრული” – ასეთი სათაურით გამოვიდა თქვენი წიგნი, მაშინ როდესაც, რეალურად, რეკლამა ყველგან არის. . .
სწორი შენიშვნაა. “ცუდი რეკლამის აღსასრული” უფრო ზუსტი, მაგრამ ნაკლებად დასამახსოვრებელი სათაური იქნებოდა. რეალურად, ვფიქრობ, რომ რეკლამა მართლაც ყველგან არის, უკვე გადამეტებულადაც. ახალი პლატფორმები სწორედ იქ უწევს კონკურენციას, სადაც გადაჭარბებული და უსარგებლოა რეკლამა ტრადიციულ გამოცემებში, ანუ, პრაქტიკულად, ყველგან. ამიტომ, ნელ-ნელა გაქრება ამ ტიპის
რეკლამა.
ამბობთ, რომ სულ უფრო იზრდება პროგრამები და პლატფორმები, რომლებიც “ბლოკავენ” რეკლამას ტრადიციულ გამოცემებში, მაგრამ, ნუთუ, მედია კომპანიების ჭკვიანი და მოხერხებული წარმომადგენლები არ ცდილობენ მათი ზრდა მინიმუმამდე შეამცირონ?
გააჩნია, რას ნიშნავს თქვენთვის “ჭკვიანი” და “მოხერხებული”? დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იქნება ჭკვიანური გზა შეაჩერო ის, ვინც გაფერხებს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ეს ნამდვილად “მოხერხებულობა” იქნება? გავიხსენოთ, როგორ აჯარიმებენ სტუდენტებს მუსიკალური კომპანიები, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ ფაილების გაზიარებას (იგულისხმება ე.წ. პირატული ჩანაწერები) თქვენ გგონიათ, ამ სტუდენტების მიზანი თაღლითობაა, თუ, უბრალოდ, სასიამოვნო გამოცდილების მიღება?! მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გადავჭრით ამა თუ იმ პრობლემას.
სარეკლამო ბიზნესში საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ. რას ფიქრობენ ინდუსტრიის წარმომადგენლები ამ ტენდენციაზე? არ აპროტესტებენ?
ვფიქრობ, ინდუსტრიის წარმომადგენლები მუდმივად ფიქრობენ ამ საკითხებზე და აპროტესტებენ კიდეც. ამის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, სტანდარტულად, წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის დაძაბულობა, მაშინ, როდესაც ადამიანები ცდილობენ, გაუძლონ ცხოვრებას, ვიდრე ახალი გამოწვევები ეძებონ.
მედია გამოცემების უმრავლესობა დამოკიდებულია რეკლამაზე. როგორ ფიქრობთ, რა ელოდება ამ ინდუსტრიას?
მზარდია ის მედია საშუალება, რომლის პროდუქციაშიც ღირს ფულის გადახდა, ან ჰყავს მუდმივი აუდიტორია, რომელსაც მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ასეთი გამოცემები ღირებულ პროდუქტს ნამდვილად შექმნიან და თავიანთ დამკვეთს სწორედ ისეთ რეკლამას შესთავაზებენ, რომელსაც ვერაფერი შეაფერხებს.
ასეთ პირობებში, როგორი იქნება გამოცემის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი? ან როგორ უნდა დარეგულირდეს რეკლამის დამკვეთთან ის საკითხები, რომლებიც გამოცემის სარედაქციო პოლიტიკისთვის შეუსაბამოა?
თუ ორივე მხარე შეთანხმდება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომხმარებლის ინტერესი, ის კი ცუდ პროდუქტს არ იყიდის, მედია კომპანიები მოახერხებენ საკუთარი თავის დაცვას. მყიდველსაც და გამყიდველსაც ვურჩევდი, თუ ხარისხის ერთგულები იქნებიან, ყველა მოგებული დარჩება.














