in

#რეკომენდაცია: 5 ღონისძიება, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

კვირის ბოლო უკვე მალე მოგვიახლოვდება. პარასკევი საღამო უმეტესი ჩვენგანისთვის სამუშაო კვირის დასასრულსა და უქმეებისთვის მომზადებას ნიშნავს. ხშირად მთელი კვირის მანძილზე ისეთი დაკავებულები ვართ, ვერც ვახერხებთ ვერაფრის დაგეგმვას, ვერც იმის ნახვას, სად რა ხდება უქმეებზე…არადა, იქნებ რამე ჩვენთვის საინტერესო საღამო ან ღონისძიებაა დაგეგმილი, რატომ არ უნდა ვიცოდეთ? 

BOG
BOG

გადავწყვიტეთ, ეს საქმე გაგვემარტივებინა და მოვძებნეთ რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ამ კვირის ბოლოს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. არჩევანი სხვადასხვა ტიპის ივენთებზე შევაჩერეთ, რათა შეძლებისდაგვარად, ყველა გემოვნების ადამიანი მოგვეცვა.

ღონისძიება #1 – „სიყვარულის ეიფორია”

თუკი პარასკევი საღამოს კულტურულ წიაღში გატარების სურვილი გაგიჩნდათ, გიყვართ სპექტაკლები და რაღაც განსხვავებულს ეძებთ, მაშინ ჩვენი რეკომენდაცია პანტომიმის თეატრის ეს დადგმა იქნება. „სიყვარულის ეიფორია” დავით შალიკაშვილის სპექტაკლია, რომელიც სასიყვარულო ემოციებზე აგებულ რამდენიმე ეპიზოდს წარმოგვიდგენს. ამ თანამედროვე და კლასიკური პანტომიმის ნახვა როგორც 29, ისე 30 აპრილსაც შეგიძლიათ.

ღონისძიება #2 – Georgian Rock for Ukraine

ქართველი მუსიკოსები აგრძელებენ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებს და ამ შაბათს გვთავაზობენ როკ კონცერტს, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავის პოზიციას, დაუპირისპირდებიან ომს, აგრესიას და თანადგომას გამოუცხადებენ უკრაინელ ხალხს.
როკ მუსიკა ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი სოციალური პლატფორმა რომელიც უპირისპირდება ძალადობას, ომს და უსამართლობას. ამ კონცერტის მიზანია ქართველ მუსიკოსებთან ერთად, სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადოთ უკრაინას და ჩვენ უკრაინელ დებს და ძმებს ამ მათთვის ურთულეს ჟამს, კონცერტიდის შემოსავალი მთლიანად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად”, – ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიება #3 – თამადა ბაზარი ორბელიანზე

ბაზარი ორბელიანზე თბილისის ერთ-ერთი უძველესი კულტურის ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში კვლავ ძალიან პოპულარულ, როგორც ქართველების, ისე უცხოელი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. ძველისა და ახლის ამ სინთეზებს ქართველი მუსიკოსი, TAMADA გააერთიანებს თავისი, ყველასგან გამორჩეული შემოქმედებით. თუკი დედაქალაქის ძველ უბანში ნამდვილი ტიფლისური მოლხენა გსურთ, შაბათს შეგიძლიათ ორბელიანის ბაზარს ეწვიოთ.

ღონისძიება #4 – Touch and Go live

თუკი ჰიტის – Tango in Harlem გაგონებაზე თქვენც მაშინვე ცეკვას იწყებთ, მაშინ დაივიწყეთ სხვა ყველაფერი და შაბათ საღამოს „რესპუბლიკას” ეწვიეთ, სადაც ცნობილი ბრიტანული ბენდი Touch and Go თქვენ წინაშე წარსდგება. კონცერტი 22:00 საათიდან იწყება, რაც გაზაფხულის უქმე საღამოს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ჯაზი ხომ ყველაზე მეტად სწორედ ღამეს უხდება?!

ღონისძიება #5 – თბილისური ბაზარი

უკვე რამდენიმე წელია, თბილისის ქუჩებში დადგმულ ხის ლამაზ დახლებს ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით. ამ უქმეებზე, შაბათსაც და კვირასაც, შეგეძლებათ მარტომ, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაისეირნოთ რუსთაველის გამზირზე, დაათვალიეროთ, შეიძინოთ ქართველი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოთ როგორც საკუთარ თავს, ისე საყვარელ ადამიანებს. ბაზარი 12:00 საათზე იხსნება და მთელი დღის განმავლობაში იქნება ღია. შესაბამისად, შეგიძლიათ თქვენი უქმეებისთვის გამოყოფილი დრო ისე გადაანაწილოთ, როგორც გსურთ. გაიაროთ თბილისურ ბაზარზე, შემდეგ კი ნებისმიერ სხვა ადგილას წახვიდეთ. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ISS-ზე ასტრონავტების პირველი კომერციული მისია წარმატებით დასრულდა

„პორშე ცენტრი თბილისს“ ვერცხლის სერტიფიცირებული მექანიკოსები ჰყავს