in

რეკომენდაციები წარმატებული გასაუბრების ჩასატარებლად !

Female Woman Sitting At Interviewვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, სწორი კანდიდატის არჩევა ერთ-ერთი რთული და მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ ეტაპზე, აუცილებელია მიღებული CV ებიდან აარჩიოთ თქვენთვის მისაღები კანდიდატები, შემდეგ კი დაუნიშნოთ გასაუბრება. წარმატებული გასაუბრების ჩასატარებლად აუცილებელია კარგად მომზადება, კონკრეტული შეკითხვების წინასწარ შერჩევა. ასე დაზოგავთ დროს და  გარდა ბევრი ინფორმაცისა, მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში იღებთ ინფორმაციას კანდიდატისგან, ხოლო მეორე ეტაპზე აცნობთ მას კომპანიას და სამუშაოს აღწერას. გასაუბრების ასეთი სტრუქტურა კიდევ უფრო მეტ დროს დაგიზოგავთ, რადგან თუ გასაუბრების პირველი ნაწილის საფუძველზე ცხადი გახდება, რომ კანდიდატი არ აკმაყოფილებს სამუშაოს მოთხოვნებს, მეორე ნაწილზე გადასვლა აღარც იქნება საჭირო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კითხვის ფორმის სწორად ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აუცილებელია იცოდეთ როგორ უნდა დასვათ შეკითხვა განათლებაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, თვითსშეფასებასა და ინტერესებზე. იმისათვის, რომ კარგად მოემზადოთ გასაუბრებისთვის,  მიიღოთ საჭირო და დეტალური ინფორმაცია და რაც მთავარია, აარჩიოთ სწორი კანდიდატი, ეწვიეთ ბმულს და ჩამოტვირთეთ ფაილი სახელწოდებით ‘გასაუბრების სცენარი” –http://bit.ly/1DeEyfg

მასალა გამოქვეყნებულია Marketer.ge-ს და თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას“ შორის ერთობლივი თანამშრომლობის  ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უფასო საგანმანათლებლო ვებ პორტალს : www.tbcbusiness.ge



“Русский остров”-ის ძვირადღირებული შეფუთვა

არომა მარკეტინგი უკვე საქართველოში !