in

რამდენად მოქმედებს რეკომენდაციები ყიდვის გადაწყვეტილებაზე? — Reddit-ის კვლევა

მომხმარებლები დღეს ინფორმაციებით გადატვირთულ გარემოში ცხოვრობენ, რაც მათთვის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებას მეტად ართულებს. მართალია, ამ პროცესში ინფლუენსერები და ალგორითმები გარკვეულ მიმართულებას გვთავაზობენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელთა 85% ინფლუენსერთა მოსაზრებებს არ ენდობა… 

თანაც ონლაინ საზოგადოებებმა ალტერნატიული მიდგომა შეიმუშავეს — ისინი რეკომენდაციებს იძიებენ, რასაც ინფორმაციის მეტად სანდო წყაროდაც თვლიან. Reddit-ის მკვლევრებმა კი ყიდვის გადაწყვეტილებაში სწორედ რეკომენდაციების როლი შეისწავლეს შედეგები მარკეტერებს ძალიან საინტერესო მოსაზრებებს სთავაზობს, ამიტომ მოდით, ახლა ამ საკითხს მეტად ჩავუღრმავდეთ. 

როგორც აღმოჩნდა, რედითზე ყველაზე პოპულარული აქტივობა რეკომენდაციების ძიებაა: მომხმარებელთა 78% პლატფორმას ამ მიზნით თვეში რამდენიმეჯერ იყენებს, რაც ბევრად აღემატება Google-ის, Amazon-ის, ინფლუენსერებისა თუ გაყიდვების სპეციალისტების რეკომენდაციების გამოყენების მაჩვენებლებს. 46% კი აქტიურად ითხოვს რეკომენდაციას რედითზე, მაგალითად, რომელი ფეხსაცმელია ყველაზე გამძლე?.

საზოგადოების რეკომენდაციები ალტერნატიულ ინფლუენსერთა მოდელს გვთავაზობს 

საინტერესოა ისიც, რომ რედითზე რეკომენდაციების მაძიებელთა უმეტესობა ძალიან კმაყოფილია მიღებული პასუხებით. შესაბამისად, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანთა 91% მომავალში ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე პლატფორმაზე დაბრუნებას იმავე ან გაზრდილი სიხშირით გეგმავს… 

რეკომენდაციები ახალ მომხმარებლებს იზიდავს

ადამიანთა რეკომენდაციები განსაკუთრებული სანდოობითაც გამოირჩევა, რაც მომხმარებელს მეტ თავდაჯერებულობას სძენს და ყიდვის გადაწყვეტილების მიღებასაც უმარტივებს. ამგვარად, რედითის რეკომენდაციების დახმარებით, გადაწყვეტილებები მეტად სწრაფადაც მიიღება — იმაზე უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე სხვა რეკომენდაციათა წყაროები. 

ფაქტობრივ ინფორმაციას თუ ტრადიციული რეკლამირება აკლია, Reddit სწორედ ამას აგვარებს, გვთავაზობს კონკრეტულ ინფორმაციებს ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც ჩვენი მსგავსი პრობლემები აწუხებთ ან საჭიროებები აქვთ — იქნება ეს აკნე თუ სწორი კრემის შერჩევა სახის კანისთვის…

აშენებს ბრენდის ლოიალობას

პლატფორმის მომხმარებელთა 75% ღიაა რედითზე ნანახი ახალი ბრენდების, პროდუქტების, იდეებისა თუ გადაწყვეტილებების მისაღებად — ამ მაჩვენებლითაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა რეკომენდაციათა პლატფორმებს. მეტიც, 57% ამბობს, რომ რედითის რეკომენდაციებიდან რაღაც ახალი ისწავლეს. მათში განმეორებითი შეძენის ქცევებიც საკმაოდ ხშირია. აქედან გამომდინარე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რედითს ბრენდის ლოიალობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

გამოდის, დღეს ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე ადამიანთა რეკომენდაციებს დიდი გავლენა აქვს…

ESA-ს კოსმოსურმა ზონდმა მერკურის ახლო ხედები გადაიღო

Vimeo-მ ახალი AI ფუნქციები შეიმუშავა — რისთვის გამოიყენება ისინი?