ეს არის ვიდეორგოლი კლიმატის ცვლილებების შესახებს. ის შექმნილია ნორვეგიული სარეკლამო სააგენტო Try-სა და პროდიუსერული კომპანია Aparent-ის მიერ.
2023 წელი რეკორდულად ყველაზე ცხელი წელი აღმოჩნდა. საბერძნეთში ევროპის მასშტაბით ტყის ყველაზე დიდი ხანძარი მოხდა, ხოლო მოზამბიკმა დაამყარა აფრიკის რეკორდი ყველაზე ხანგრძლივი ტროპიკული ციკლონით. გარდა ამისა, 77 ქვეყანაში ისტორიის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა.
„თუ ახალ ამბებს კითხულობთ, მარტივად შეამჩნევდით როგორ იხსნება ორი ტიპის რეკორდი: სპორტული მიღწევები და ჰაერის ტემპერატურა. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილებებს ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე იმსახურებს. როდესაც ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ოლიმპიადაში არიან ჩართულნი, შესანიშნავი დროა, რომ ხაზი გავუსვათ იმ რეკორდებსაც, რომელთა მოხსნაც არ გვინდა და გავავრცელოთ გზავნილი — ერთად შეგვიძლია გლობალური დათბობის შეჩერება“, — აცხადებენ ჰალვარდ ვალანდი და მატიას სენდვიკი, სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლები.