in

“Sennheiser”-ი, ნათელმხილველი და ათწლიანი ძილი

“Sennheiser”-ი სარეკლამო რგოლების რაოდენობით არ გამოირჩევა, მაგრამ ახალ პროდუქტს ყოველთვის ახალი რეკლამით ხვდება.

უსადენო მიკროფონების “AVX”-ის რეკლამის სიუჟეტი მიკროფონის ტესტირებაზე ააგეს. ერთ-ერთ ვიდეოში “ტექნიკის საოცრება” მიყრუებულ სოფელში ჩაიტანეს, სადაც უხუცესი ნათელმხილველი ცხოვრობს. ნათელმხილველი 10 წელიწადში ერთხელ იღვიძებს, მხოლოდ ერთ შეკითხვას პასუხობს და ისევ იძინებს. ამ გაღვიძების გადასაღებად სოფელში ჟურნალისტები ჩავიდნენ.

სოფლის მცხოვრებმა “Sennheiser”-ის მიკროფონი დაინახა და იკითხა “რა არის ეს?!”. სწორედ ამ დროს ნათელმხილველმა გამოიღვიძა და შეკითხვაზე პასუხი გასცა “Relax it’s AVX”. მომავალ პასუხამდე 10 წელი დარჩა.

Relax it’s AVX

ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსა“ და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ინოვაციური რეკლამა “Volkswagen”-ისგან