26
Mar
2019

“უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს!” – როგორია Rem•Bow Events-ის რებრენდინგი?

26 Mar 2019

Rem•Bow Events-ის ამბავი ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როდესაც თხუთმეტიოდე წლის წინ, DJ Rembo, იგივე ლევან მდინარაძე, ღონისძიებების ორგანიზებით იყო დაკავებული. საქმეს მარტო უძღვებოდა. მაშინ თბილისში სულ რამდენიმე კლუბი იყო და ივენთის ორგანიზებაც სულ სხვა გამოწვევებს უკავშირდებოდა. Rem•Bow Events ოფიციალურად ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. როგორც თავად ამბობს, ლევან მდინარაძემ თავის გარშემო გააერთიანა ახალგაზრდა და ენერგიული გუნდი, რომელიც შემოქმედებითად უდგება ნებისმიერ ღონისძიების ორგანიზებას. ლევან მდინარაძის თქმით, სახელზე მაშინ ბევრი იფიქრეს – ეს უნდა ყოფილიყო “რემბოს ბაფთა”, ანუ რემბოს “შეფუთვა”. ამის შემდეგ იყო ასობით ღონისძიება – ქორწილი, კორპორატიული და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები.

დაარსებიდან შვიდი წლის შემდეგ, Rem•Bow Events ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ სიახლეების დროა. კომპანიამ, ცოტა ხნის წინ, რებრენდინგი განახორციელა – დაიხვეწა სიმბოლიკა, ფერები და ბრენდის ფილოსოფია.

რებრენდინგის წარსადგენად, 14 მარტს, Rem•Bow -უმ კომპანიის მეგობრები და პარტნიორები მიიწვია. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისულ სტუმრებს ნეონით განათებული ჰოლი, კორპორატიულ ფერებში მოწყობილი დარბაზი, სხვადასხვა აქტივობები და  პერფორმანსი დახვდათ. რას მოიცავს კომპანიის რებრენდინგი? რა შეიცვლება Rem•Bow Events-ის პოზიციონირებაში? ამ და სხვა დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელს, ლევან მდინარაძეს, ვესაუბრეთ.

Rem•Bow Rebranding Presentation✨

რებრენდინგის პრეზენტაცია ჩვენს მეგობრებთან ერთად💫 სპეციალური მადლობა ვიდეოსთვის/Video By : Makho Kipshidze Photography Makho Kipshidze

Gepostet von Rem•Bow Events am Mittwoch, 20. März 2019

M: რამ განაპირობა რებრენდინგის საჭიროება?

შვიდი წლის განმავლობაში, განხორციელებული გვაქვს 350-ზე მეტი სხვადასხვა შინაარსისა და სირთულის ღონისძიება. უკვე წელს, “რემბოუ ივენთსის” ყოველ თანამშრომელს, გაუჩნდა ერთი უცნაური განცდა.

ცხადია, ყოველი ღონისძიების ბოლოს მომხმარებლის გაოცებული სახე ჩვენი მამოძრავებელი ენერგია ხდებოდა შემდეგი ღონისძიებისათვის და ასეთი სახეები, საბედნიეროდ, არ მოგვკლებია. თუმცა, ბრენდზე სწრაფად მომხმარებელი და მისი სტანდარტებიც იზრდება. აგრეთვე, კარგად გავიაზრეთ, რომ როგორც კი თქვენს თვალში სიმპათიას დავიმსახურებდით, ბრენდი უკვე ჩვენ კი არა – თქვენ გეკუთვნოდათ.

M: როგორია Rem•Bow Events-ის ახალი კონცეფცია?

დავსხედით და დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა შეგვეცვალა და რა უნდა დაგვეტოვებინა უცვლელი, რომ დამკვეთის სიყვარული და მეტად გაოცებული, მეტად ბედნიერი სახეები გვენახა. შესაბამისად, შევიმუშავეთ გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგია. შევცვალეთ სლოგანიც: “უმნიშვნელო დეტალები არ არსებობს!”

M: რა შეიცვალა რებრენდინგის ფარგლებში?

სტრატეგიის წერისას, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ამოვსულიყავით ჩვენი მისიიდან, რაც გვაერთიანებს და ერთ გუნდად გვაქცევს სხვადასხვა ასაკის, მენტალობისა და ინტერესების მქონე ადამიანებს. სწორად განვსაზღვრეთ ჩვენი მისია რომ – “მივანიჭოთ ადამიანებს დამსახურებული ბედნიერება”.

ამ ორი პრინციპის გათვალისწინებით, უკვე აღარ გაგვიჭირდა შეგვექმნა ჩვენი ბრენდის ოქროს წრე, რომელიც ასე გამოიყურება:

რატომ ვაკეთებთ?  – ყოველი გაოცებული სახე, ჩვენი მამოძრავებელი ძალაა.

როგორ ვაკეთებთ? – ნებისმიერ ღონისძიებას ვუდგებით, როგორც – საკუთარს და ვცდილობთ, მივიღოთ სრული ინფორმაცია დამკვეთისაგან. შესაბამისად, ვაღწევთ მაქსიმალურ ნდობასა და მხარდაჭერას.

რას ვიღებთ? – განუმეორებელ მოვლენას, რომელიც სასიამოვნო მოგონებად რჩება.

M: რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ახალ ფერებს?

რაც შეეხება ბრენდის ფერებს, ესაა ყვითელი და ლურჯი. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ძალიან ენერგიული და მოტივირებულია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ახალი წევრის აყვანისას ადამიანის დადებით და თბილ აურას, ამიტომაც ავირჩიეთ ყვითელი ფერი. ლურჯი ფერი კი ბრენდის სტაბილურობაზე საუბრობს – ჩვენ გვიყვარს ეტაპობრივი მტკიცე განვითარება. ამასთან, უცვლელია კომპანიის ფასეულობები – შემოქმედებითობა და ენერგიულობა.

M: შეიცვალა თუ არა Rem•Bow Events-ის პოზიციონირება?

უფრო მეტად გაფართოვდა სამიზნე სეგმენტი. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაო გამოცდილება, რომ Luxury კატეგორიის ივენთებიც ვაკეთოთ, იმის გარდა, რასაც ვაკეთებდით. საზოგადოება და დამკვეთები, წლიდან წლამდე, უკეთ აცნობიერებენ ივენთ მენეჯერის როლს ღონისძიების დაგეგმვაში და ხედავენ ივენთ კომპანიასთან პარტნიორობის უპირატესობას.

რებრენდინგის პარალელურად, დავხვეწეთ სერვისიც – ღონისძიებისთვის მომზადება იწყება ბევრად ადრე, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე. ახალი სამოქმედო პოლიტიკის მიხედვით, ჩვენ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მოგვაქვს თქვენგან, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს კორპორატიული წვეულება, ქორწილი, იუბილე თუ სხვა სახის ღონისძიება. იმისთვის, რომ მაქსიმალურად ინდივიდუალური და განუმეორებელი ღონისძიება გამოვიდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა კიდევ უფრო მეტი გახარებული სახის დანახვა, დადებითი ემოციები და კიდევ უფრო მეტი გაბრწყინებული თვალებია… შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენი ინტერესია, რომ ჩვენი წვეულების ყოველი სტუმარი მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს თავს.

M: როგორია განახლებული Rem•Bow Events-ის სერვისები?

ბევრი ფიქრის შემდეგ შევამოკლეთ და ძირითადად სამი ძირითადი მიმართულება გვაქვს: HR და კორპორატიული ივენთები (თიმბილდინგი, კონფერენცია და ა.შ). ვეხმარებით ძალიან ბევრ კომპანის თავიანთი მიზნების განხორციელებაში, საკუთარ თანამშრომლებზე უფრო კონკრეტული აქტივობების მოფიქრებაში და მათ განხორციელებაში, ეს ძალიან დიდი მოტივაციაა მათთვის.

ჩვენი მეორე ძირითადი მიმართულებაა ქორწილი. ჩვენ მას ვგეგმავთ სრულად ან ნაწილობრივად, დამკვეთის სურვილიდან გამომდინარე. და მესამე სერვისი – ღონისძიების ინვენტარისა და ტექნიკის გაქირავება.

ჩვენს სერვისებში გავაუმჯობესეთ ბევრი ნიუანსი და ინოვაციური დეტალები შემოვიტანეთ, რაც განუმეორებელი ღონისძიებების შექმნაში დაგვეხმარება.

განხილვა