in ,

როგორ შექმნა ინდოელმა დიზაინერმა რემბრანდტის ციფრული შედევრი? – Adobe Stock-ის ექსპერიმენტი

1990 წელს მუზეუმიდან მძარცველებმა რემბრანდტის ერთ–ერთი შედევრი “შტორმი გალილეის ზღვაზე” მოიპარეს, მას შემდეგ ნახატი არავის უნახავს. Adobe Stock–ი თავისი გაუმჯობესებული ფუნქციებით ხელოვანებს საშუალებას აძლევს, დაკარგული შედევრები თავიდან შექმნან, ამჯერად, ციფრულ ფორმატში.

 

ანკურ პატარი ინდოელი ფოტოხელოვანი და დიზაინერია, რომელიც Adobe–ს ახალ ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას. ანკურის დავალება რემბრანდტის სწორედ ამ დაკარგული შედევრის თავიდან შექმნაა. გააცოცხლო გენიალური მხატვრის საოცარი ნამუშევარი თითქმის წარმოუდგენელიც კია. საბედნიეროდ, Adobe Stock–ს შემოსათავაზებელი ბევრი აქვს.

პროგრამაში ფერთა უამრავი ტონალობა, ხარისხი და სიმკვეთრის დონეა. გარდა ამისა, ის დაკავშირებულია Adobe–ს სხვა პროდუქტებთან, რაც მუშაობის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მრავალფეროვანს ხდის.

ანკურს თითქმის სათითაოდ მოუხდა ტალღების წვეთებისა და ღრუბლების ფერების შერჩევა, რომ აღარაფერი ვთქვათ მეზღვაურების ტანსაცმელზე, იალქნებსა და ჩრდილებზე. მიუხედავად რთული და ხანგრძლივი სამუშაოსი, ხელოვანმა დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა და შედევრი თითქმის იდენტური სიზუსტით განაახლა, თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა განსხვავებულ დეტალს. ანკურმა ერთ–ერთ მეზღვაურს თავისი სახე დაუხატა. თუმცა, პროგრამის საშუალებით, ეს “უხეში” ჩარევაც კი ბუნებრივი გამოჩნდა. როგორც ჩანს, განახლებული Adobe Stock–ის საშუალებით კიდევ ბევრ დაკარგულ და მივიწყებულ შედევრს განვაახლებთ.

კანის ლომების პირველი ოქრო საქართველოს! პირდაპირი ეთერი კანიდან [25 ივნისი, 21:00]

კამპანიამ, რომელიც Facebook-მა და Instagram-მა დაბლოკა, კანის ოქროს ლომი მოიპოვა