in

რემონტისა და მშენებლობის მონიტორინგი კომპანია REMCO-სგან

Startauperi
Startauperi
რა არის ის უსიამოვნო ნიუანსები, რომლებიც ახლავს რემონტს? – არაკეთილსინდისიერად გაწეული სამსახური: დაუსრულებელი, უხარისხო, ხარჯებში გაზრდილი მომსახურება, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართაობა, სამშენებლო მასალებში გადახდილი ზედმეტი ღირებულება თუ დარღვეული მასშტაბები, რომელიც მერიის ზედამხედველობის სამსახურთან მოუგვარებელ პრობლემას იწვევს და ა.შ.

ქართულ სამშენებლო ბაზარზე გამოჩნდა კომპანია REMCO, რომელიც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარისხის მონიტორინგითა და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფით მოემსახურება იმ ადამიანებს, ვინც არემონტებს ან აშენებს ობიექტს, თუმცა მისი დრო და კომპეტენცია საკმარისი არ არის, რომ დარწმუნდეს – ყველაფერი რიგზეა. მარკეტერის შეკითხვებს კომპანიის დამფუძნებელმა, დავით კუპატაძემ უპასუხა:

M: როგორ გაჩნდა „რემკოს“ შექმნის იდეა?
დაუმთავრებელი მშენებლობა, უხარისხო საშენი მასალები, დარღვეული მასშტაბები, ე.ი. მერიასთან შეთანხმებულ პროექტს აცდენილი კვადრატული მეტრები და შენობის სიმაღლე; გაუფორმებელი სახლები, ჯარიმები – პრობლემად ქცეული რემონტი – ეს არის ის მიზეზები, რაც ხშირად გვესმის და იდეაც სწორედ ასე დაიბადა.

M: კონკრეტულად რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს რემკო?
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სამშენებლო ობიექტის მონიტორინგს. მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ საწყის ეტაპზე, გავეცნოთ და გავესაუბროთ მშენებლებს, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ფლობენ თავიანთ პროფესიას; მათთან ერთად გავიაროთ სამშენებლო ობიექტის კონსტრუქციული პროექტი, შევამოწმოთ არმატურის ხარისხი და ამ არმატურით ბეტონის ჩასხმამდე გამზადებული კონსტრუქციების ზუსტი თანხვედრა კონსტრუქციულ პროექტთან (კონსტრუქციული პროექტის გამარტივება დაუშვებელია).

გარკვეულ ეტაპებზე, განსაზღვრული გვაქვს, ვიყოთ მათთან და ხელი შევუწყოთ საკვანძო საკითხების მოგვარებაში – ავიღოთ ბეტონის სინჯი ხარისხის კონტროლის მიზნით, ვიზრუნოთ მათს შრომის უსაფრთხოებაზე, მოვახდინოთ ფარული სამუშაოების (ფუნდამენტი და ა.შ.) ფოტოფიქსაცია და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ლაბორატორიულ დასკვნებთან ერთად, გადავცეთ დამკვეთს. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს ვუდგენთ ხარჯთაღრიცხვასაც.

რაც შეეხება რემონტს, თითქმის ისეთივე მომსახურებას ვუწევთ, ამ შემტხვევაში, მომხმარებლებს, როგორსაც მშენებლობის დროს: მასალებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა, ვადები, მონიტორინგი ობიექტზე სამუშაოების დასრულებამდე და ა.შ.

M: რა შემთხვევებში უნდა დაგიკავშირდნენ მომხმარებლები?
მომხმარებელი უნდა დაგვიკავშირდეს იმ შემთხვევაში, თუ მას სურს, არ შეექმნას პრობლემები და მიიღოს იმ ხარისხისა და იმ სახის პროდუქტი, როგორიც თვითონ სურს. უნდა დაგვიკავშირდნენ პრობლემური ობიექტების მფლობელებიც. რემონტის ან მშენებლობის დასრულების შემდეგ ძნელია მიზეზის აღმოფხვრა, ადვილია მუშაობის პროცესშივე შესწორება და გამომდინარე აქედან, სავალალო შედეგის თავიდან აცილება. უნდა დაგვიკავშირდენ ის მომხმარებლები, ვინც აშენებენ ქალაქგარეთ და არ აქვთ საშუალება, დროის არქონის გამო, ხშირად მოინახულონ მშენებარე ან სარემონტო ობიექტები, ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ჩვენ მათ ჩავაბარებთ ფოტო- და ვიდეოანგარიშს, საჭიროების შემთხვევაში, შევთავაზებთ ონლაინ ჩვენებას ობიექტიდან, 24 საათიან რეჟიმში.

M: რა დამატებით სარგებელს იღებს „რემკოს“ მომხმარებელი?
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო მასალების დიდ მაღაზიებთან, საწყობებთან, ბეტონის მწარმოებელ კომპანიებთან – ყველასთან, ვინც ყიდის ხარისხიან სამშენებლო მასალებს. ჩვენი მიზანია, შევიმუშაოთ სქემა, რომელიც ჩვენს კლიენტს საშუალებას მისცემს, მიიღოს ის ფასდაკლება სამშენებლო მასალების ყიდვის დროს, რომელსაც ვერასდროს ვერ მიიღებს ჩვეულებრივი მყიდველი. თქვენ ან თქვენი მშენებლობის საქმეთა მწარმოებელი მიდის, იღებს ამ ფასდაკლებას მშენებლობის გარკვეულ ეტაპებზე საჭირო სამშენებლო ან სარემონტო მასალებში და შედეგად, ზოგავთ იმაზე ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ჩართულობა ეღირება თქვენს სამშენებლო ან სარემონტო პროცესში.
„რემკოს“ მომხმარებლის სარგებელი ის არის, რომ მშენებელი ჩვენ გვიშენებს სახლს, მაღაზიას, საწყობს, სასტუმროს, ნებისმიერ სამშენებლო ობიექტს – ჩვენ, პროფესიონალ მშენებლებლებს და არა – დამკვეთს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ამ საქმის არცთუ კარგი მცოდნეა. აშენებულ ობიექტს ჩვენ ჩავაბარებთ ზედამხედველობის სამსახურს და მომხმარებელს საშუალება მიეცემა, უმოკლეს ვადაში, დაარეგისტრიროს საკუთრება საჯარო რეესტრში.

„ვაიმე, გადავრჩი?!“ – VRium-ის ქართული ჰიპერრეალისტური VR თამაში

Unicode 11.0.0-ს ოფიციალურად დაემატა ქართული მხედრული ანბანის მთავრული ასონიშნები