Instagram-ს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. RemixGram–ი ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს თავისი მუსიკალური შესაძლებლობები გამოავლინოს. იმისთვის, რომ საკუთარი Track–ის შექმნა დაიწყოთ, საჭიროა Instagram–ზე @MGDPERU მოძებნოთ და გახდეთ მისი მიმდევარი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ინსტრუმენტი, როგორც ერთ ტელეფონზე ასევე რამდენიმეზე სხვადასხვა იმისთვის, რომ მუსიკა უფრო მრავალფეროვანი იყოს.
კარგი ელექტრონული მუსიკის შექმნა, საკუთარი გემოვნებით, უკვე სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. სიახლე ნამდვილად ძალიან კარგია – Instagram–ზე მხოლოდ ფოტოების თვალიერებით აღარ შემოვიფარგლებით.