in ,

სახლი წყალზე და შეყვარებული წყვილის საოცარი მოგზაურობა – Leroy Merlin–ის რემონტი შუა ოკეანეში

ფრანგული კომპანია Leroy Merlin, რომელიც მომხმარებელს სახლის გარემონტებისა და აშენების სერვისებს სთავაზობს, ახალ ძალიან საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლს აქვეყნებს. ბრენდის ნამუშევარი, რომელიც სარეკლამო სააგენტო BETC–ის დახმარებით მომზადდა, მოგაგონებთ ყველასთვის საყვარელ ანიმაციურ ფილმ “მაღლას” და ასევე საკმაოდ ცნობილ “პის ცხოვრებას”. მართლაც, 1:50 წუთიანი რგოლი ამ ორის გაერთიანებაა, ოღონდ ამ შემთხვევაში მთავარ როლებში შეყვარებული წყვილია, რომელიც ძველი სახლით ზღვაში შეცურავს და უჩვეულო მოგზაურობის განმავლობაში წყალზე მოცურავე უვარგის შენობას, ოკეანის გადაცურვის შემდეგ ნამდვილ ოცნების სახლად აქცევს. ბრენდის ვიდეორგოლში ზღვას და დიდ მოგზაურობას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია არ აკისრია, ის ოჯახური კუთხის მოწყობას განასახიერებს და იმ სირთულეებს გვიჩვენებს რაც, მას თან ახლავს.

 

გადაღებები, რომლის შედეგი ნამდვილად მშვენიერი გამოვიდა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას პროფესიონალი მყვინთავები და მაშველები იღებდნენ. გარდა ამისა, გადაღებაში ჩართული იყო დრონები, ვერტმფრენები და სხვა მრავალი სახის ტექნიკა. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ასეთი რთული კადრების გადაღება არა მწვანე ფონზე, არამედ რეალურ პირობებში. ვიდეორგოლის რეალურობის დასამტკიცებლად ბრენდმა ფოტოებიც გამოაქბეყნა.

აფრიკის ველური ბუნება და 30,000 ფერი – Sherwin-Williams–ის ანიმაციაში

ყველაფერი პერუსა და ხარისხიანი ლუდის შესახებ – Cusquena–ს შთამბეჭდავი ვიდეორგოლი