ამ დროისათვის, ზეტ თაობის დაახლოებით 15%, მთელ მსოფლიოში, მუშაობს სრულად დისტანციურ პოზიციებზე. ბევრი კურსდამთავრებულებისთვის, ეს მოცემულობა შეიძლება მიმზიდველ ვარიანტად ჩანდეს. დისტანციური სამსახური გთავაზობთ გეოგრაფიულ მოქნილობას, გლობალურ სამუშაო ბაზარზე წვდომას და ზოგიერთ შემთხვევაში, გაუმჯობესებულ ცხოვრებისეულ ბალანსს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარგებელი ნამდვილად რეალურია, ასევე არის უნიკალური გამოწვევები, რომლებიც მოჰყვება თქვენი კარიერის დისტანციურად დაწყებას.
მაინც, რა გარემოებები ახლავს დისტანციურად მუშაობას?
გამოწვევა #1: იზოლაცია
ყველაზე დიდი გამოწვევა, არის იზოლაცია და მარტოობა სამუშაო დღის განმავლობაში. ვიდეო შეხვედრები და Slack შეტყობინებები სწრაფად იქცევა კოლეგებთან ურთიერთობის ნორმად. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული კომუნიკაცია გვთავაზობს უნიკალურ სარგებელს, პირადი ურთიერთობა მაინც გვენატრება ხოლმე. დღეების უმეტესი ნაწილი ჩემს ოთახში გატარებული იყო, რვა საათის განმავლობაში ეკრანს მიყურებდა. თითქმის ვგრძნობდი, რომ ჩემი სოციალური უნარები მცირდებოდა და შედეგად ჩემი ფსიქიკური ჯანმრთელობა დაზარალდა.
მარტოობა არ არის იშვიათი დისტანციაზე მყოფი ადამიანებისთვის. დისტანციურად მომუშავეთა 53%-ს უჭირს სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობა, 2023 წლის Pew Research-ის კვლევის მიხედვით.
გამოსავლის სახით, შეგიძლიათ ცადოთ ახალი ადგილებიდან მუშაობა
კვირაში ერთხელ მაინც შეიცვალეთ ადგილი, საიდანაც მუშაობთ. ეს შეიძლება იყოს საერთო სამუშაო სივრცე, რაც დისტანციურად მუშაობას კომფორტად გიქცევთ. სამუშაო სივრცეში განწყობა უმჯობესდება, გეძლევათ შესაძლებლობა ეკონტაქტოთ ადამიანებს და არ იყოთ იზოლირებულნი. Coworking-ის გარდა, შეგიძლიათ შეხვიდეთ სხვადასხვა კაფეში და ამით გაიმრავალფეროვნოთ სამუშაო დღე.
იმუშავეთ მეგობართან ერთად
თუ გყავთ მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებიც ასევე მუშაობენ სრულად დისტანციურ ან ჰიბრიდულ გარემოში, განიხილეთ ეს სამუშაო ერთად. შეიძლება ისეთივე ემოცია არ გქონდეთ, როგორც თანამშრომლობის სივრცეში, მაგრამ შეძლებთ ეკონტაქტოთ ნაცნობ ადამიანებს. მეგობრის ან ოჯახის წევრის გვერდით მუშაობა გამორიცხავს უცხოობის გადალახვის აუცილებლობას, დაგეხმარებათ კომუნიკაციის შენარჩუნებაში და სამუშაოს უფრო ხალისიანს გახდის. Gallup-ის მონაცემები აჩვენებს, რომ თანამშრომლები, რომლებსაც გარშემო მეგობრები ჰყავთ, უფრო დიდხანს დარჩებიან სამსახურში, ვიდრე ის, ვინც ძირითადად მარტო მუშაობს.
შეუერთდით კლუბს ან შიდა სპორტულ გუნდს
ეს არასამუშაო საათების განტვირთვას შეუწყობს ხელს. თუ რაიმე ახლის მიმართ ინტერესი გაქვთ ან გსურთ დაუბრუნდეთ იმას, რაც ადრე გსიამოვნებდათ, მიეცით საკუთარ თავს ამის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს ისეთივე მარტივი, როგორც ინტერნეტში შესვლა და ადგილობრივი ინტერესების ჯგუფების ძიება თქვენს მხარეში. სხვებთან შეხვედრა და ნამდვილი ურთიერთობების დამყარება უფრო ადვილია, როცა საერთო ინტერესს ან მიზანს იზიარებ და რეგულარულად ხვდები ასეთ ადამიანებს.
გამოიმუშავეთ დღის რუტინა
ჩამოაყალიბეთ, როგორია თქვენი დღე – როგორ იკვებებით, რას აკეთებთ, სამსახურის საქმის გარდა, თუ ვარჯიშობთ, რა დროს უთმობთ ჰობის. თუ თქვენ ასევე გაქვთ თქვენი პირადი სივრცე სახლში – იქნება ეს თქვენი საძინებელი, სასტუმრო ოთახი, სარდაფი თუ სხვა ადგილი – გირჩევთ გადააქციოთ ის „მინი ოფისად“. ეს სავარაუდოდ გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას და შეიძლება ჰგავდეს კიდეც რეალურ ოფისში ყოფნის გამოცდილებას.
მოაცილეთ ტერიტორიიდან ყურადღების გამფანტველი ნივთები
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უკიდურესობად მოგეჩვენოთ, გირჩევთ ამოიღოთ ყურადღების გადატანის ყველა საშუალება იმ სივრციდან, რომელსაც სამსახურს დაუთმობთ. დადგით ტელევიზორი მისაღები ოთახში; გამორთეთ iPad სამუშაო დღის დასრულებამდე; დამალეთ თქვენი ვიდეო თამაშების სისტემა სხვენში ან სარდაფში; გამორთეთ თქვენი Alexa ან გამოიყენეთ იგი მხოლოდ მუსიკის დასაკრავად, რომელიც დაგეხმარებათ ფოკუსირებაში. თუ თქვენ ხართ ის, ვინც ხშირად სტუმრობს სოციალურ მედიას, შეგიძლიათ კიდევ გადადგათ ეს ნაბიჯი თქვენი ტელეფონიდან სოციალური მედიის ამოღებით ან თქვენი ტელეფონის თვითმფრინავის რეჟიმში გადაყვანით.
კომუნიკაციის ეფექტურად წაყვანა
სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად, იხელმძღვანელეთ ჩანაწერებით, ჩაინიშნეთ დეტალები, დასვით დამაზუსტებელი კითხვები და რაც შეიძლება მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სამუშაო ყოველდღიურობაში.
თუ თქვენ მუშაობთ გამოცდილ კომპანიაში, დიდი შანსია, რომ გუნდის წევრმა შეასრულოს თქვენი სამუშაო ან მსგავსი დავალება, რასაც აკეთებთ წარსულში. თქვენს კომპანიას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი პროექტები ან ფორმები, რომელთა მითითებაც შეგიძლიათ ახალი დავალების შესრულებისას. მაგალითად, თუ ქოფირაითერი ხართ, შეიძლება არსებობდეს ორგანიზაციული გზამკვლევი, რომლებიც დაგეხმარებათ ნებისმიერი ნამუშევრის ფორმატირებაში.
წყარო: HBR