დისტანციური მუშაობის ხარჯებისა და სარგებლის შესახებ მიმდინარე მწვავე დებატებში მთავარი ფაქტორი ხშირად არ არის შეფასებული. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ძალის დისტანციურ სამუშაოზე სწრაფად გადაყვანის შესაძლებლობა კომპანიებს მოქნილობის მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს. ასეთი მოქნილობა კიდევ უფრო კრიტიკული გახდება გლობალური დათბობის პირობებში, როდესაც ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირი ხდება.
დისტანციური მუშაობისთვის კომპანიების მზადყოფნა აშკარად გადამწყვეტი აღმოჩნდა Covid-19 პანდემიის დროს. პანდემიის დაწყებისას, თანამშრომლებს აღარ შეეძლოთ უსაფრთხოდ წასვლა ოფისში. შედეგად, კომპანიებმა, რომლებიც დისტანციურად მუშაობისთვის უფრო მეტად იყვნენ მზად, დაკარგეს საშუალოდ 98,81 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები კვარტალური შემოსავალი, ვიდრე მათმა ნაკლებად მომზადებულმა კონკურენტებმა და აჯობეს მათ პერფორმანსის სხვა ინდიკატორებში. ეს ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია 2020 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში. პანდემიის პროგრესირებასთან ერთად, დისტანციური მუშაობისთვის რომელი კომპანიებიც არ იყვნენ მზად, დიდი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდნენ, გაზრდილი IT ინვესტიციებისა და სამუშაო ძალის რეორგანიზაციის გამო, რათა დისტანციური მუშაობის პრაქტიკა დაენერგათ, თუმცა უკვე საკმაოდ დიდი ზარალი ჰქონდათ ნანახი.
მიუხედავად იმისა, იმედი გვაქვს, მალე აღარც გვემახსოვრება გლობალური პანდემია, დისტანციური მუშაობისთვის მზადყოფნის უპირატესობა სცილდება ამ ფაქტორს და მოიცავს გაუთვალისწინებელ ბუნებრივ კატასტროფებს, როგორიცაა ქარბუქი, წყალდიდობა, ქარიშხალი ან ხანძარი, რამაც შეიძლება სწრაფად შეაფერხოს თანამშრომელთა მობილობა. აღსანიშნავია, რომ დისტანციური მუშაობისთვის მზად მყოფმა ფირმებმა აჩვენეს სანაქებო გამძლეობა. ეს ადაპტირება არა მხოლოდ იცავს ოპერაციულ უწყვეტობას, არამედ შეიძლება ხელი შეუწყოს ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას, მილიონობით დოლარის სახით.
გასული 12 წლის განმავლობაში, ამერიკული კომპანიები, რომლებსაც დისტანციური სამუშაოსთვის მზად ჰყავთ თანამშრომლები , ინარჩუნებდნენ მკაფიო უპირატესობას ასეთი კატასტროფების ზემოქმედების დროს – დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარით მეტი შემოსავალი კვარტალურიდან, კრიზისის პერიოდისთვის ნაკლებად მომზადებულ კოლეგებთან შედარებით. ეს კატასტროფები, რომელთაგან თითოეული მილიარდ დოლარიან ზარალს აჭარბებს, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა ქარიშხალი სენდი და ქარიშხალი იანი. ეს გვიჩვენებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რაც აქვთ დისტანციური მუშაობისთვის მზად მყოფ კომპანიებს.
300 მილიონზე მეტი ონლაინ ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საშუალებით, შეისწავლეს დაქირავების ჩვევა და დასაქმების ინტერესები. ეს მონაცემები შეადარეს დისტანციურად მუშაობისადმი მზაობის ქულებს. ეს ინდექსი ემსახურებოდა რაოდენობრივ მეტრიკას, რომელიც აფასებდა კომპანიების უნარს შეუფერხებლად გადასულიყვნენ დისტანციურ მუშაობაზე, მოულოდნელი მოვლენების განვითარების შემთხვევაში. შემდეგ კვლევაში ჩართული იყო Compustat მონაცემები, მათ შორის კომპანიის მუშაობის მონაცემები, სათავო ოფისების ადგილმდებარეობა და ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის ინვესტიციების შესახებ, რათა ანალიზი სიღრმისეული ყოფილიყო.
შემდეგ კვლევას დაემატა National Oceanic and Atmospheric Administration-ის (NOAA) მონაცემები 370 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სტიქიურ უბედურებებზე (საუბარია იმ მოვლენებზე, რომლებმაც 1 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა კომპანიებს). ამ სტრატეგიულმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა, შეედარებინათ დისტანციური სამუშაოსთვის მზად მყოფი და მოუმზადებელი კომპანიები ერთმანეთთან.
NOAA-ს მონაცემებით, აშშ-ში მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფებმა ჯამში 595,5 მილიარდი დოლარით აზარალა ბიზნესი, წლიური საშუალო ღირებულება 119,1 მილიარდი დოლარია მხოლოდ 2018-2022 წლებში, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 43 წლის ინფლაციის მიხედვით დაკორექტირებულ საშუალო ღირებულებას. ვინაიდან ამ ტიპის კატასტროფები აშკარად უფრო ხშირია, დისტანციური მუშაობისთვის მზადყოფნა უნდა გახდეს კომპანიების HR სტრატეგიების უფრო მნიშვნელოვანი ასპექტი.
კვლევით არკვევენ, კომპანიაში მომუშავე ადამიანებს აქვთ თუ არა ისეთი ფუნქციები, რაც მათ დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს. გარკვეულწილად, ამის შეცვლა რთულია: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს უფრო მარტივად შეუძლია იმუშაოს დისტანციურად, ვიდრე ბარისტას. თუმცა, კვლევა ვარაუდობს, რომ კომპანიებს თავიანთ ოპერაციებს დისტანციური მუშაობისთვის მზადყოფნისკენ მიმართავენ.
წყარო: HBR