in

როგორ შევუნარჩუნოთ თანამშრომლებს ჯანმრთელობა, დისტანციურად მუშაობისას?

თავიდან ყველაფერი კარგად იყო – მთელი მსოფლიო ოფისიდან საკუთარ სახლში გადავიდა სამუშაოდ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, მოხშირდა ზურგის ტკივილები და კბილების პრობლემები. აღმოჩნდა, რომ სახლურ რუტინას შეჩვეულ ადამიანებზე პანდემიურმა ცხოვრებამ სხვანაირი გავლენაც იქონია – კერძოდ კი, ჯანმრთელობაზე. ამერიკელთა 41%-ს განუვითარდა ტკივილი ზურგის, კისრისა ან მხრის არეში, მას შემდეგ, რაც სახლიდან დაიწყო მუშაობა. მაგალითად, კომპანია Hinge Health-ში, რომელიც ციფრული ჯანდაცვის სფეროში მუშაობს, სახსრების ტკივილს 45% უჩივის, 71% კი, ამბობს, რომ ტკივილი ცოტა ხნის წინ დაიწყო და გაძლიერდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა საოფისე სამუშაოსთვის დამახასიათებელ უძრაობასაც ახასიათებს, თუმცა მოუხერხებელ პოზაში დიდი ხნით გაჩერებას უფრო გრძელვადიან პრობლემებთან მივყავართ. ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ეკრანის ყურებაა – მაშინ, როცა ეკრანს ქვევიდან ზევით უნდა ვუყურებდეთ, ზევიდან ქვევით ვუმზერთ და კისერსა და ზურგსაც ვქაჩავთ. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ხშირად საწოლზე წამომსხდარი ვმუშაობთ ან სხვა მოუხერხებელ მდგომარეობას ვირჩევთ. ეს პრობლემები შესაძლოა ერგონომიას უკავშირდებოდეს. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ამ რჩევებს მიყევით:

უჩვენეთ მაგალითი და ხშირად შეახსენეთ

ჯდომის პოზიციის ან სავარძლის შეცვლას ადამიანებს ვერ აიძულებთ, თუმცა შეგიძლიათ შეახსენოთ ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ. შეახსენეთ, რომ ეკრანი თვალების სიმაღლეზე დადგან, გამოიყენონ პერიფერიული მოწყობილობები, დაჯდომისას, ფეხები იატაკზე ან სპეციალურ საყრდენზე დააწყვეთ და მდგომარეობა რეგულარულად იცვალეთ. არ მოგერიდოთ თანამშრომლების ერგონომიკის შემოწმება და აუცილებლად იყავით ამის მაგალითი თავად.

აქტიურად ჩართეთ ერგონომიკა დისტანციურ მუშაობაში

შეასწავლეთ თანამშრომლებს, როგორ მოუარონ საკუთარ ჯანმრთელობას, დისტანციურად მუშაობის პირობებში. დაეხმარეთ მათ ამ საკითხის გაცნობიერებაში.

შეხედეთ თანამშრომლების ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში

მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ინვესტირება, გრძელ ვადაში, მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ სადაზღვევო და სხვა ხარჯებს. მაგალითად, დაეხმარეთ, სახლის ოფისის მოწყობაში, სადაც ერგონომიული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული.

ყურადღება მიაქციეთ გონებრივი გადაძაბვის ფაქტორს

იზოლაცია, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, თავად ვირუსის საფრთხე, მუდმივი ადაპტაციის აუცილებლობა – ყოველივე ეს სტრესულ ფონად გასდევს ჩვენს ფსიქიკას, მთელი წელია. ადამიანები მუდმივად საქმეში არიან ჩაბმულები და დისტანციურად მუშაობის გამო, ვერ გრძნობენ ზღვარს, სამსახურსა და პირად დროს შორის. აუცილებელია, ადამიანებს გონებრივი განტვირთვისკენ მოუწოდოთ, რადგან გადაძაბვა საკმაოდ არასასიამოვნო კვალს დატოვებს მათ პროდუქტიულობაზე.

შესთავაზეთ ადამიანებს, გითხრან თავიანთი საჭიროებების შესახებ

თანამშრომლები, რომლებიც ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობენ, ყურადღების აქტიური გამფანტველების გარემოცვაში არიან. ეს მათთვის დამატებითი სტრესული ფაქტორია. მათ სჭირდებათ უფრო მოქნილი დაგეგმვა და ქოუჩინგი, რათა სამუშაო და ოჯახი შეუთავსონ ერთმანეთს და საჭიროებენ სახლში სამუშაო კუთხის მოწყობას. ამიტომ, ჰკითხეთ, რა სჭირდება თითოეულ მათგანს. თუკი პასუხი ჯერ არ აქვთ, დაეხმარეთ მათ ჩამოყალიბებაში, ქოუჩინგის გზით.

 

წყარო: inc



საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა “იდეაკურსი”, რომელიც “სტარტაპ დეკრეტის” რჩეული გახდა

UG StartUp Factory, საქართველოს მასშტაბით, აქსელერაციის მე-6 პროგრამას იწყებს