არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი კომპანია გადადის დისტანციურ (Remote) მუშაობაზე. Remote მუშაობა არც თუ ისე მარტივი და სახალისოა, როგორც გვგონია. თუ კომპანიაში არ არის გაწერილი დისტანციურად მუშაობის პოლიტიკა, არ არის სახალისო აქტივობები და უბრალოდ Slack დავაყენეთ და აქ გავჩერდით – შეიძლება სამსახური ჯოჯოხეთად გვექცეს. ამიტომ გთავაზობთ 10 რჩევას, როგორ გავხადოთ Remote მუშაობა სახალისო.
ზუსტად 3 წლის წინ პირველად გადავიკვეთე Remote კომპანიასთან და ვფიქრობდი, რომ საშინლად მოსაწყენი იქნებოდა ეს ყველაფერი.
#1. Slack-ს იყენებთ? მაშინ #watercooler-ზე მოგიყვებით.
ყველას ჭირდება ოფისში ადგილი, სადაც ვიღაცას გაჭორავენ, იცინებენ, ინფორმაციას გაცვლიან და გაერთობიან. ამისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა Watercooler ჩენელის შექმნა, სადაც კომპანიის მთავარი ჭორები შეგროვდება და დღის ბოლოს Chart-იც კი შეიძლება გაკეთდეს. დასვენების თემის განხილვაც შეიძლება, როცა კორონა დასრულდება.
#2. #Foodporn – არხი Slack-ში, სადაც თქვენი ლანჩის ფოტოებს გამოამზეურებთ, სანამ მას Instagram-ზე განათავსებთ.
ასევე, მიიღებთ რჩევებს კვებასთან დაკავშირებით და თუ გაწუხებთ მუდმივი კითხვა – “დღეს რა ვჭამო?” რომელიმე თქვენი კოლეგა აუცილებალდ ჩაგიგდებთ Glovo-ზე არსებულ რესტორანს.
ხოლო თუ თქვენი კომპანია სახლშიც გიფინანსებთ კვებას, ერთად აარჩევთ Glovo-ზე შესაკვეთ პროდუქციას.

#3. დისტანციურად მუშაობა არაა მარტივი! თანამშრომლები თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს, სანამ არ შევცვალეთ რაღაცები.
კერძოდ: ყოველ დღე ან კვირა გვქონდა 30 წუთიანი – ერთი-ერთზე ვიდეო ზარი თანამშრომლებთან (შემთხვევითობის პრინციპით).
რაც ნიშნავს, რომ დღეს შეიძლება ვესაუბრო მარკეტინგის განყოფილების კონკრეტულ თანამშრომელს, ხვალ ტექნიკური ჯგუფისას, ზეგ ფინანსურ განყოფილებას და ა.შ.
ეს გვეხმარებოდა ერთმანეთზე მეტი გვცოდნოდა და კომპანიის ყველა თანამშრომელი პირადად გაგვცენო.
შეიძლება მარტინის ან ტეკილის დალევაც. ამიტომ, მგონი, საუკეთესო დროა თანამშრომლებს ერთმანეთი გააცნოთ !
თუ იყენებთ Slack-ს, ამისთვის სპეციალური ბოტია რომელიც “დამეჩავს” (matching), ანუ შემთხვევითი პრინციპით 1-1-ზე შეახვედრებს თანამშრომლებს – https://www.donut.com/
#4. ვიდეო თამაშები – ეს არის ის, რაც ყველა თანამშრომელს აერთიანებს!!!
საუკეთესო დროა მოაწყოთ ტურინები – Dota, Counter Strike, LOL. შეკრათ გუნდები განყოფილებების მიხედვით.
Dota-ს გუნდს თუ შეკრავთ, ჩვენც დაგვიძახეთ.
UNO-ს თამაშიც კი არის შესაძლებელი ონლაინ: უნოს ტურნირის მოწყობა და განყოფილებების შეჯიბრება (ისე, ამაზეც შეგიძლიათ დაგვიძახოთ). https://play.unofreak.com/ ეს ერთ-ერთი საიტი.
#5. ძალიან რთულია აკონტროლო დისტანციურად მომუშავე თანამშრომლის მდგომარეობა, ამიტომ ყოველი დღის ბოლოს მიიღეთ მათგან ზოგადი უკუკავშირი.
ჰკითხეთ:
როგორ ატარებენ დღეს?
როგორ ასრულებენ დავალებებს?
როგორია მათვის Remote-ზე გადასვლა?
რა სირთულეებია?
როგორ შეგიძლიათ დისტანციური გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა?
თუ ბევრი თანამშრომელი გყავთ, აი, ბოტი, რომელიც ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს:
http://oskar.hanno.co/
https://alliebot.com/
#6. არ დაგვავიწყდეს ცოდნის გაზიარება და მიღება!
Remote კომპანიებში ყოველთვის ატარებენ შიდა ვებინარს, ცოდნის ასამაღლებლად. თუ ტრენინგის ჩატარებას აპირებდით, საუკეთესო დროა ეს დისტანციურად გააკეთოთ.
ხოლო თუ ცოდნის მიღებას ეხება საქმე, ონლაინ კურსებით შეგიძლიათ მთელ განყოფილებას ასწავლოთ (თან ეს ყველაფერი გაცილებით იაფი ჯდება).
ამისთვის შეკარით გუნდები და გამოყავით:
1. ვის რისი სწავლა უნდა
2. დაალაგეთ პრიოტეტების მიხედვით
3. შეარჩიეთ ყველასთვის მისაღები დრო და გაატარეთ თანამშრომლებს ტრენინგები.
(კარგი იქნება თუ ქართული ტრენინგი კომპანიებიც დაგეხმარებიან. უცხოურსაც საკმაოდ ბევრს იპოვით).
#7. KPI განხილვა ყოველ კვირა და სამომავლო გეგმები
კარგი იქნება თუ ამას ყოველი კვირის ბოლოს გააკეთებთ და მთელი გუნდი ერთად შეიკრიბებით.
მე ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობდი და ამიტომ ყოველთვის მიკროფონს მითიშავდნენ. ამიტომ, თუ ჩემნაირი გყავთ თიმში, წინასწარ გაუთიშეთ მიკროფონი.
Zoom ამის საშუალებას იძლევა.

#8. Remote მუშაობა და ჯდომა საკმაოდ ცუდია ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ჯობია Standing Desk მოიწყოთ.
ამის შეკვეთაც შეიძლება და კუსტარულად გაკეთებაც. მთავარია, ლეპტოპი რამეზე დადოთ და დამდგარმა იმუშაოთ.
მუშაობა და დგომა საკმაოდ კარგია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულ Remote მუშაობთ.
#9. ცვლების პრობლემა:
შეეცადეთ რომ ცვლის გაწერის დროს 1 სათადარიგო თანამშრომელი მაინც გყავდეთ. რომელიც გაფრთიხლებული იქნება და რაიმე პრობლემის შემთხვევაში შევა სხვის მაგივრად.
სჯობს, წინასწარ გამოყოფთ, ვიდრე საათობით არკვიოთ ვის ეცლება ამ დროს.
Remote-ად მუშაობის დროს ხშირია:
მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემები;
ინტერნეტის წყვეტა;
ელექტრო ენერგიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები.
ასევე, მეტი Work-life ბალანსისთვის – Slack Notification და სამუშაო საათები კარგად დააყენეთ.
უფასო პროგრამა რომელიც თანამშრომლების ცვლების აწყობაში დაგეხმარებათ: https://getsling.com/
#10. ყოველთვის გქონდეთ SOS / Emergency სიტაცუიისთვის განკუთნილი გეგმა.
მაგ.: როცა რამე სერვისი ითიშებოდა, Slack-ში ჩენელი SOS გვქონდა. სადაც ავტოამტურიად იპოსტებოდა პრობლემება და კონკრეტულ თანამშრომლებთან ავტომატური ზარიც კი შედიოდა.
აღნიშნული ჩენელი გვეხმარებოდა რომ მთელი გუნდი ინფორმირებული ყოფილიყო პრობლემის შესახებ და ქაოსს, უაზრო წერილებს/ზარებსა და ელ-ფოსტას არ ჰქონოდა ადგილი.
ავტორი: როი შენგელია










