in

5 უმთავრესი რამ, რაც დისტანციურ მუშაობაზე ვისწავლეთ

და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა გუნდის დისტანციურად მართვაში

2020 წლის მარტში, როდესაც ამერიკელთა 40%-მა სამზარეულოებიდან და საოჯახო ოფისებიდან დაიწყეს მუშაობა, ცოტას თუ ეჯერა, რომ დისტანციური მუშაობა ერთი წლის შემდეგაც აქტუალური  იქნებოდა. თუმცა, რეალობა სახეზეა. ბევრი დამსაქმებლისა და თანამშრომლისთვის კვლავაც პასუხგაუცემელია კითხვა, როგორ იმოქმედებს ყოველივე ეს სამუშაო გარემოს მომავალზე. ზოგიერთის მტკიცებით, 2020-ის ეს ექსპერიმენტი ოფისებს გაქრობას უქადის. სხვების რწმენით, გასულმა წელმა დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია საოფისე გარემო ერთობლივი მუშაობისა და სახლისგან განტვირთვისთვის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მოდით, მომავლის გამოცნობა ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ. ერთი, რაშიც დარწმუნებულები შეიძლება ვიყოთ, ესაა ახლანდელი რეალობა, რომელიც დისტანციური მუშაობის რეჟიმში გრძელდება. რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ გაუძღვეთ ამ პირობებში კომპანიას, თანამშრომლებს და მიაღწიოთ მიზნებს, კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ამ გარემოებების შეცვლა ვერ შეძლოთ, მაგრამ საკუთარი დამოკიდებულების კორექტირება კი ნამდვილად გამოგივათ. ჩვენ გიამბობთ რამდენიმე გაკვეთილზე, რაც პანდემიის პირობებში, დისტანციურად მუშაობაზე შეგიძლიათ მიიღოთ.

საქმეს გაცნობიერებულად მოეკიდეთ

საქმიანი შეხვედრები, შესვენება სამზარეულოში, უახლოეს გასტრონომში სენდვიჩის ყიდვა – ალბათ, არასოდეს დაფიქრებულხართ, რამდენად დიდ გავლენას ახდენდა ეს წვრილმანი რუტინები თქვენს საქმიან დღეზე. ეს ფიზიკურ და გონებრივ განტვირთვას უწყობდა ხელს, რის გარეშეც, დისტანციურად ყოფნისას იქმნება უწყვეტი მუშაობის განცდა.

გარდა კომფორტულად მოწყობილი სამუშაო მაგიდისა, მნიშვნელოვანია გქონდეთ სივრცის იზოლირების შესაძლებლობა, მაგალითად, კარი, რომელსაც დახურავთ და არავინ შეგაწუხებთ. სასარგებლოა მცირე შუალედების გაკეთება, რუტინის სახით, რაც ფიზიკურ მხნეობას შეგმატებთ და გონებასაც განტვირთავს. სამუშაოს შემდეგ, გაისეირნეთ. ეს გამიჯნავს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას და არ გექნებათ გადაწვის განცდა.

გამოიყენეთ თქვენი საკომუნიკაციო უნარები ურთიერთობების დასამყარებლად

თუკი მტრული განწყობა გაქვთ Zoom-ის, Slack-ისა და მსგავსი არხების მიმართ, თქვენი გვესმის. ისინი თავიანთ ფუნქციას ასრულებენ, თუმცა ადამიანების დაახლოება ამ რეჟიმში ძალიან ძნელია. ამიტომ, დაიწყეთ კოლეგებთან და თანამშრომლებთან მცირე დიალოგით (ე.წ. Small Talk). გახსოვთ მათი შვილების სახელები? ან ჰობი, რითაც არასამუშაო საათებში არიან დაკავებულები? დაუსვით კონკრეტული კითხვები, დაინტერესდით მათი ყოველდღიურობით, მათი პიროვნებით – როგორ მიდის მედიტაციის პრაქტიკა? როგორ ჩაიარა ბავშვის პირველმა დღემ ბაღში? ემოციური ინტელექტი საუკეთესო გამოსავალია, სწორედ ამაზე დგას ურთიერთობა და ისიც, თუ როგორ წარიმართება სამუშაო პროცესი.

დაანახეთ, რომ ენდობით

ერთობლივი ეფექტური მუშაობა ნიშნავს, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს ენდობიან, ნებისმიერ გარემოებაში. ამას შესაძლოა ლიდერობის სპეციფიკური სტილის გამოყენებაც დასჭირდეს. მაგალითად, როდესაც Siemens-მა განაცხადა, რომ თანამშრომლები კვირაში 3 დღეს დისტანციურად იმუშავებდნენ, შეფასების კრიტერიუმად არა ნამუშევარი საათების დათვლა, არამედ, საერთო ეფექტიანობა მიიჩნიეს.

თუკი დისტანციური მუშაობის დანერგვას სამომავლოდაც გეგმავთ, ეცადეთ სიმარტივე შეინარჩუნოთ. ნუ ჩაიციკლებით დეტალებზე და ნუ დაძაბავთ ამით თანამშრომლებს.

აქციეთ წერითი უნარები თქვენს ახალ სუპერძალად

დისტანციურად მუშაობისას, კომუნიკაციის ყველაზე ინტენსიური ნაწილი წერილობით მიმდინარეობს. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სათქმელი სათანადოდ მიიტანოთ თანამოსაუბრეებამდე. ამ მიზნით, თქვენთვის წერითი უნარები ნამდვილ სუპერძალად შეიძლება იქცეს. დააკვირდით, რამდენად მკაფიოდ უხსნით? როგორი ტონითაა დაწერილი ან როგორ შეიძლება აღიქვან თქვენი გზავნილი? ახალი ნაცნობობისას, რამდენად ხართ ორიენტირებული ნდობასა და რწმენაზე?

გაერკვიეთ, რა სჭირდებათ ცალკეულ თანამშრომლებს

ეს რჩევა ახლანდელ დროსაც ეხება და მომავალსაც, იმის მიუხედავად, საიდან იმუშავებენ თქვენი თანამშრომლები. შესაძლოა, მოვიდა დრო, თქვენ მოერგოთ ახალ რეალობას და მათთვის ისეთი სარგებელი შექმნათ, როგორიც ესაჭიროებათ სწორედ ახლა. ადამიანები ებრძვიან ემოციებს, სურთ იცხოვრონ აქტიურად, მიუხედავად მოცემულობისა. იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ გადაუჭრათ საჭიროება, სანამ ის პრობლემად ქცეულა.

 

წყარო: inc.



Cognixion ONE-ის ახალი მოწყობილობა, რომელიც აზრებს სიტყვებად გარდაქმნის

ხვლიკი ჩვენს თავში, რომელიც ფულს უაზროდ გვახარჯვინებს! ნამდვილი ამბავი რეპტილიურ ტვინზე