in

ალიანს რენესანსი — სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, როგორც გონივრული ინვესტიცია

უძრავ ქონებაში ინვესტირება გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენს სტაბილური შემოსავლის წყაროს ფორმირებისთვის. ამ მხრივ, აღსანიშნია საქართველოს პრაქტიკა — უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ვითარდება ლოკალური სამშენებლო სექტორი და ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორს, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ წარმოადგენს.

„ალიანს ჯგუფი“ 2005 წლიდან მასშტაბური, მულტიფუნქციური ლენდმარკ კომპლექსების მშენებლობას, ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციით ახორციელებს, როგორიცაა: World Trade Center, Hyatt Centric, Marriott, Wyndham Hotels, Courtyard by Marriott, Aimbridge International, McInerney International. 

კომპანია დაინტერესებულ მომხმარებლებს პორტფელის დივერსიფიცირებას ნიშურ, კონცეპტუალურად განსხვავებულ კომპლექსებში: ალიანს რენესანსში, ალიანს ცენტროპოლისში, ალიანს ჰაილენდსში, ალიანს ფრივილიჯში, ალიანს ჰაილანსა და ალიანს პალასში სთავაზობს. 

მულტიფუნქციური პროექტები, საქართველოს საინვესტიციოდ და ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში: ბათუმში, თბილისში, ქობულეთსა და კურორტ გოდერძიზე მდებარეობს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწრაფად მზარდი უძრავი ქონების ინდუსტრიაში „ალიანსის“ მულტიფუნქციური კომპლექსები და მოდერნისტული აპარტამენტები, ინვესტორებისთვის მზარდ პერსპექტივას წარმოადგენს.

დღევანდელ სტატიაში მრავალფუნქციურ კომპლექს „ალიანს რენესანსზე“ ვისაუბრებთ, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 

ალიანს რენესანსი კომპანიის კიდევ ერთი ინოვაციური და კავკასიის პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, რომელიც ისტორიულ კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროდან 30 მეტრში მდებარეობს. 

ყველაზე პერსპექტიული და სტაბილურად მზარდი ველნეს უძრავი ქონების მიმართულებით, პროექტი 3 თაუერში მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14-სართულიან საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, 25-ზე მეტი უნიკალური სპორტულ-თერაპიულ სივრცით აერთიანებს.

კურორტი ქობულეთი, როგორც ისტორიული გამაჯანსაღებელი დანიშნულების ადგილი

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი ყოველთვის წარმოადგენდა რეგიონის წამყვან სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ლოკაციას. 

კურორტი ზღვასთან ყველაზე ახლოს, 3-5 მეტრის სიმაღლეზეა გაშენებული და მის სამკურნალო ნიშას ზღვის თბილი, ტენიანი კლიმატი წარმოადგენს. 

უნიკალური მიკროკლიმატით, შთამბეჭდავი რეკრეაციული ზონებითა და ველნეს დასვენებისთვის საჭირო სრულყოფილი გარემო პირობებით, ქობულეთი იდეალური ადგილმდებარეობაა დასვენებისთვის, ისევე როგორც ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის.

კურორტის გამორჩეულ ფაქტორებს სუბტროპიკული ჰავა, ქლორიან-ნატრიუმიანი მინერალურ-გოგირდოვანი წყლები, წვრილფრაქციული სანაპირო ზოლი და უიშვიათესი ფიჭვნარის ტყეები მიეკუთვნება, რითაც ქობულეთი რეგიონის წამყვან ველნეს ლოკაციად პოზიციონირდება, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

ალიანს რენესანსის ინფრასტრუქტურული კომპონენტები

საერთაშორისო ბრენდის 14-სართულიანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრითა და ამგვარად დივერსიფიცირებული ინფრასტრუქტურული თუ ველნეს მიმართულებებით, პროექტის მულტიფუნქციურ სივრცეში დასვენებასთან ერთად, უიშვიათესი პროცედურებისა და სპორტული მიმართულებების გამოცდა არის შესაძლებელი.

ალიანს რენესანსი სრულფასოვნად ითვისებს ქობულეთის ველნეს პოტენციალს და აერთიანებს პროგრამებსა თუ თერაპიებს გულსისხლძარღვთა, რესპირატორული, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, რეპროდუქციული, დერმატოლოგიური, ესთეტიკური, ნუტრიციოლოგიური, პოსტ-ტრავმული მიმართულებების პროფილაქტიკისთვის.

ალიანს რენესანსის მთავარი კომპონენტები:

  • მოდერნისტული დიზაინის, საინვესტიციო აპარტამენტები;
  • საერთაშორისო ბრენდის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი;
  • 25-ზე მეტი უნიკალური თერაპიულ-სპორტული სივრცე;
  • საღონისძიებო & საკონფერენციო დარბაზები;
  • 3 სახეობის აუზი: ღია, დახურული, ინფინიტი;
  • რესტორანი, ლაუნჯი, ინფინიტი აუზის ბარი;
  • ფიტნეს & იოგის დარბაზები;
  • მინერალური სპა, ფინური საუნა.

შიდა სივრცის კომპონენტები: 

  • სქაიდაივინგი, Citywave სერფინგი, Climbing სივრცეები, კედლის ჩოგბურთი (Squash).

გარე სივრცის კომპონენტები:

  • Flite Scooter, Flyboarding, Jet skiing, ჯამფ სტარი, ქვიშის ფრენბურთის მოედანი, ალიანს რენესანსის კერძო სანაპირო.

კომპლექსის საინვესტიციო მიმზიდველობას მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ჯგუფი, ველნეს ინდუსტრიის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებლები, კურორტ ქობულეთის ისტორიული გამაჯანსაღებელი პოტენციალი და კომპლექსის ინფრასტრუქტურული, რეკრეაციული, თუ სპორტული კომპონენტების მრავალფეროვნება განაპირობებს.

  • ველნეს ტურიზმის დინამიკა — ველნეს ინდუსტრია ზრდისა და განვითარების მაღალი ტემპით გამოირჩევა. უახლესი მონაცემებით, ბაზრის საერთო, გლობალური ღირებულება 980 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება და უახლოეს 10 წელში მისი მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი. ეს კი რეგიონის პირველი ველნეს-მულტიფუნქციური კომპლექსის, ალიანს რენესანსის საინვესტიციო მიმზიდველობასაც განაპირობებს.
  • ველნეს უძრავი ქონების პერსპექტივები — პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა სამშენებლო პროცესები გლობალურად შემცირდა, ველნეს უძრავი ქონების ზრდის მაჩვენებელი 22%-ს შეადგენდა. ამავდროულად, ყოველწლიურად აშშ-ის დაახლოებით 1.3 მილიონი პოტენციური ინვესტორი ჰყავს, რომელთაც გონივრული ინვესტიციის განხორციელება სწორედ მულტიფუნქციურ ველნეს კომპლექსებში სურთ.
  • მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ჯგუფი ველნეს ინვესტორები, ისევე როგორც მოგზაურები, მაღალშემოსავლიან მომხმარებელთა ჯგუფს წარმოადგენენ, რომლებიც მოგზაურობისას სტანდარტულ ტურისტთან შედარებით, 130%-ით მეტს ხარჯავენ და დასასვენებლად თუ საინვესტიციოდ უპირატესობას ველნეს მულტიფუნქციურ კომპლექსებს ანიჭებენ.
  • პროექტის თერაპიულ-სპორტული ინფრასტრუქტურა ალიანს რენესანსი საერთაშორისო ბრენდის მიერ ოპერირებად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, ველნეს თერაპიების, პროცედურებისა და სპორტული აქტივობების მრავალფეროვან სივრცეებს აერთიანებს, რაც კიდევ უფრო ამყარებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას. 

ახალი, ინოვაციური კომპონენტების ინტეგრირებით, ალიანს რენესანსი ხელს უწყობს რეგიონის კულტურული და ისტორიული ველნეს პოტენციალის რეალიზებას, ისევე როგორც ლოკალური ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სპეციალური საახალწლო შეთავაზება

აღსანიშნია, რომ ალიანს რენესანსის სამივე ტიპის აპარტამენტზე, შეზღუდული დროით, სპეციალური საახალწლო შეთავაზება მოქმედებს. ამ უკანასკნელის ფარგლებში, ალიანს ჯგუფი დაინტერესებული მომხმარებლებს პრესტიჟული Wellestate-ის პროექტში ინვესტირებას განსაკუთრებული გადახდის პირობებით სთავაზობს.

საახალწლო შეთავაზების პირობებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.


რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.

საიუბილეო Spotlight 2023-მა სასიამოვნო ხმაურით, სავსე დარბაზითა და მრავალი ემოციით ჩაიარა!

Women in AI – როგორი იქნება BTU-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მასშტაბური პროექტი