ავტომობილების წარმოება ხელოვნებაა, Renault–ს მაგალითი ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ. ბრენდმა Renault Clio R.S. Trophy შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა და რეკლამაში მას განსაკუთრებული კუთხით გვიჩვენებს.
ნებისმიერი მძღოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მანქანის ძრავას სათანადო ხმა ჰქონდეს. მხოლოდ ერთეულებმა იციან, რას ნიშნავს ძრავის მელოდია. სიმფონია, რომელიც მხოლოდ ძრავის “ღრიალსა” და საბურავების “წუილზე” წარმოიშვება, კონტროლი, რომელიც ერთი ხელის მოსმით სრულდება, განსაკუთრებული მანქანების ხვედრია. თქვენს წინაშეა მელოდია, პირდაპირ, ავტომობილის გულიდან.
ვიდეორგოლზე სააგენტო Publicis Conseil–მა იმუშავა.