in

Renault Georgia-ს წარმატებული წელი და 2025 წლის დიდი გეგმები

გასული წელი Renault Georgia-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა – კომპანიამ გაყიდა 500-ამდე ავტომობილი, რაც, 2023 წელთან შედარებით, 5%-თ მაღალი მაჩვენებელია. ამ შედეგით Renault Georgia-მ მსუბუქი ავტომობილების ადგილობრივ გაყიდვებში მესამე ადგილი დაიკავა.

ამ ფაქტს კომპანიის CEO, გიორგი ფალიანი იმით ხსნის, რომ როცა საქართველოში ახალი ავტომობილები იყიდება, მათი არც თუ ისე მცირე ნაწილი რეექსპორტზე ან ექსპორტზე გადის, ხოლო Renault Georgia ადგილობრივ ბაზარს აწვდის ავტომობილს, რაც იმას გულისხმობს, რომ შეძენილი ავტობომილი საქართველოშივე რჩება.

2024 წლის ბესტსელერი მოდელები იყო Renault Duster, Renault Express და Renault Master.

წელს Renault საქართველოს განახლებული სამოდელო რიგი ჰყავს და ამის აღსანიშნავად მასშტაბური გაცნობითი სახის ღონისძიება ჩატარდა შატო მუხრანში, სადაც მოწვეულნი იყვნენ ლოიალური და პოტენციური მომხმარებლები. განახლებულმა, 2025 წლის Duster-მა, ისევე როგორც ახალმა ორმა მოდელმა Kardian-მა და Taliant-მა, დადებითი და პროაქტიული უკუკავშირი გამოიწვია.  

Renault Duster გაყიდვების ნამდვილი ბესტსელერი გამოდგა და, როგორც ჩანს, აქვს პოტენციალი, ეს პოზიცია კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ ეს ავტომობილი ფასისა და ხარისხის იდეალური შეფარდებაა, რომელიც 19 900-დან 24000 ევრომდე მერყეობს, ძრავებისა და კომპლექტაციების მიხედვით. Duster-ის მესამე თაობა ძალიან შთამბეჭდავი, პრემიული ხარისხის ვიზუალით, რბილი ჰიბრიდული ძრავით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ერგონომიული სავარძლებითა და მძღოლზე მორგებული ინსტრუმენტული პანელით წარდგა ღონისძიებაზე. მისი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად გეტყვით იმას, რომ ჩამოყვანიდან სულ ცოტა ხანში Renault Duster-მა რალის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ოფროუდ რალიში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ადგილი დაიკავა ტურიზმის კატეგორიაში.

დიდი გეგმები აქვს Renault Georgia-ს 2025 წლისთვისაც. დავიწყოთ ჯერ იმით, რომ კომპანიამ უკვე წარადგინა სამი ახალი მოდელი: მესამე თაობის ახალი Duster Taliant და Kardian. სამივე  გამოირჩევა ეკონომიურობითა და გამძლეობით. Kardian თანამედროვე ვიზუალით, მაღალი კლირენსითა და ქალაქზე მორგებული კომპაქტური ზომებით, ხოლო Taliant თავის კლასში გამოირჩევა ფართო შიდა სივრცითა და დიდი ზომის საბარგულით, რაც მას ძალზე პრაქტიკულს ხდის, როგორც საოჯახო, ასევე კომერციული მიზნების განსახორციელებლად.

ახალი საფეხურისთვის ემზადება Renault Georgia გაფართოების თვალსაზრისითაც. არსებული შოურუმის ნაცვლად კომპანია ახალს აშენებს, ბრენდის გლობალური სტანდარტების შესაბამისად. ეს მშენებლობა წელიწად-ნახევარს გაგრძელდება. მანამდე შოურუმი „თბილისი მოლში” იქნება განთავსებული, ხოლო სერვისი, ასევე, დროებით ლოკაციაზე მოემსახურება ვიქტორ ნოზაძის #1.

ახალი ცენტრის დასრულებასთან ერთად იგეგმება განახლებული და პრემიული სამოდელო რიგის დამატებაც, რაც საგრძნობლად გაზრდის გაყიდვების მაჩვენებელს, ბრენდის მიმართ ინტერესსა და ლოიალურ დამოკიდებულებას.

ცნობისთვის, Renault Georgia ქართულ საავტომობილო ბაზარზე 25 წელზე მეტია ოპერირებს და აქ ამ ეტაპზე შემდეგი მოდელების შეძენაა შესაძლებელი: RENAULT DUSTER III, Renault KARDIAN, Renault Taliant. Renault CAPTUR, Renault  Express, Renault Express Van , Renault KOLEOS, Renault Master.

[R]

New Yorker 100-წლიან ისტორიას ჟურნალის ყდებით ჰყვება

2025 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია