კომპანიებმა Renault და Polar ეფექტიან კოლაბორაციას ენერგიული ვიდეორგოლი მიუძღვნეს. ავტომწარმოებელი Renault და ფიტნეს მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Polar პროდუქტებს ერთობლივი ძალისხმევით ქმნიან. ცხოვრების სპორტული სტილისა და ადრენალინის გამოღვიძება მათი ამოცანაა. ვიდეორგოლში ორი სპორტსმენის ენერგიული მოძრაობაც Renault-Polar-ის დინამიკურ ტემპთან ასოცირდება. კამპანიაზე სააგენტომ Publicis, Columbia იმუშავა.