in

ავტომობილი ყველაზე მოულოდნელი და დამაბნეველი შემთხვევებისთვის – Renault-ის სახალისო ვიდეორგოლი

ალბათ ძალიან რთულია, როდესაც მეგობართან ერთად ავტომობილით მგზავრობის დროს მისგან ისეთ მოულოდნელ და უსიამოვნო ახალ ამბებს იგებთ, როგორიც მაგალითად თქვენს ყოფილთან მისი ურთიერთობა, ახლო მომავალში დაგეგმილი ქორწილი და უფრო მეტიც, უკვე ბავშვის მოლოდინის რეჟიმია. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში თავის კონტროლი და განსაკუთრებით კი ავტომობილის ფრთხილად მართვა უბრალოდ შეუთავსებელია. თუმცა, თუ ეს ყველაფერი ისეთ მანქანაში ხდება, როგორიც Renault-ის Scéni-ია, მაშინ სანერვიულო არაფერია, რადგან ეს მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ფუნქციით, დაწყებული დისტანციის კონტროლით დამთავრებული ავტომუხრუჭით. Renault-ის ამ პროდუქტისთვის სახალისო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო Publicis-მა იმუშავა.

BOG

 

ფარული გზავნილი Coca-Cola-ს საახალწლო შეფუთვაზე!

Deskomy – 17 წლის ლუკა ყვავილაშვილის ონლაინ დესკტოპი – „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული იდეა