7
Jul
2017

რა უნდა ქნას კაცმა, რომელსაც უარი უთხრეს ცოლობაზე?! – Renault-ის სახალისო ალტერნატივა მსგავსი დილემისთვის

7 Jul 2017



რა უნდა ქნას მამაკაცმა, რომელმაც საყვარელ ქალბატონს უკვე სთხოვა ხელი, ბრილიანტის ბეჭედიც აჩუქა, მასთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრება დაგეგმა და ამასთან მისი სახელიც კი ამოისვირინგა, ამ ყველაფრის შემდეგ კი მაინც უარი მიიღო?! კარგი, ცხოვრების გეგმებს გადააწყობს, ბეჭედსაც სათავისოდ გამოიყენებს, მაგრამ ტატუ ? Renault-ს ამ დილემისთვის არაჩვეულებრივი გამოსავალი აქვს. ერთი შეხედვით, სახელის მოშორება ყველაზე ლოგიკური და მარტივი საშუალებაა. თუმცა, არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესო და ორიგინალურია – ახალი ქალბატონი, იმავე სახელით. მსგავსი განსხვავებული გადაწყვეტილებები უფრო მიმზიდველია ხოლმე ისევე, როგორც Renault-ის ავტომობილი Captur-ი. ბრენდის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მომზადებაზე სააგენტო Publicis-მა იმუშავა.

 

განხილვა