in

რესტორნების ქსელი ბათუმში, რომელიც სამი განსხვავებული გასტრონომიული კულტურისა და კონცეფციის კვების ობიექტს აერთიანებს

ბათუმში არსებული მულტიკულტურული კაფე-რესტორნების ქსელის ისტორია 2013 წელს იწყება, როდესაც რესტორატორმა დავით ჩაჩუამ, პარტნიორებთან ერთად, ევროპული კაფე „რენი” გახსნა. მას შემდეგ, ქსელს კიდევ ორი ობიექტი – 80-იანი წლების რუსული სერიალით შთაგონებული კაფე „ჩაინიკი” და ქართველი თავადის სახლის მსგავსი სალონური რესტორანი „ფესვები” მიემატა. ქსელი მოიცავს სამი განსხვავებული გასტრონომიული კულტურის – ევროპული, სლავური და ქართული საზმარეულოსა და ინტერიერის მქონე კვების ობიექტს და სამივე მათგანი ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საინტერესოა, როგორია კაფე-რესტორნების ქსელის კონცეფცია, რა არის მათი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქსელებთან მიმართებაში და იგეგმება თუ არა მისი გაფართოება? ამ კითხვებით მარკეტერმა კაფე-რესტორნების ქსელის მარკეტინგის მენეჯერს – ნანუკა გორგილაძეს მიმართა:

M: როგორია კაფე-რესტორნების ქსელის შექმნისა და განვითარების ისტორია?
ქსელიდან პირველი კაფე იყო „რენი”, რომელიც 2013 წლის 20 ივნისს გაიხსნა. დამფუძნებლებს სურდად კაფეს გახსნა, რომელიც  ადგილობრივებისთვის და ტურისტებისათვის შეკრების ადგილი გახდებოდა შესაბამისად კაფეს დევიზიც ასეთია ,,ადგილი სადაც მუდამ სიყვარულით გელიან”.  სახელი უკავშირდება საფრანგეთის ქალაქ რენის. შესაბამისად, ფრანგულ მოტივებზე მოეწყო კაფეს ინტერიერი და სამზარეულო. ქსელში მეორე რესტორანი იყო კაფე „ჩაინიკი”, რომელიც 2016 წლის 3 მარტს შეიქმნა. მისი იდეა 80-იანი წლების რუსული სერიალიდან – ,,შეხვედრის ადგილი უცვლელია” წამოვიდა. ინტერიერიც და სამზარეულოც მორგებულია საბჭოთა კავშირის დროინდელ რუსეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კაფე ,,ჩაინიკი” პროპაგანდას უწევს იმ დროინდელ საბჭოთა კავშირს ან, ზოგადად, რუსეთს. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დროში იმოგზაუროთ და ცოტა ხნით დაბრუნდეთ ბავშვობაში. ქსელში მესამე  რესტორანი-კაფე არის „ფესვები”, რომელიც 2016 წლის 20 მაისს გაიხსნა. „ფესვების” გახსნა მომხმარებლების მოთხოვნიდან იყო გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმი ტურისტული ქალაქია, საჭირო იყო ისეთი  ადგილი, სადაც სასიამოვნო გარემოში, სტუმრებს ექნებოდათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო. მსგავსი ტიპის რესტორნები ბათუმში არის, მაგრამ გვინდოდა მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლე შეგვეთავაზებინა. ამიტომ, ეს არის სალონური რესტორანი, ქართველი თავადის სახლი, სადაც შესვლისთანავე, დროში მოგზაურობის შესაძლებლობა გეძლევათ.

M: ქსელი მოიცავს სამი განსხვავებული გასტრონომიული კულტურის (ევროპული, სლავური და ქართული) კვების ობიექტს. რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი დაყოფა და რატომ შეარჩიეთ ეს კულტურები?
ვფიქრობთ, რომ შეცდომაა გქონდეს რესტორანი, სადაც ყველა სახის სამზარეულო არის. კონცეპტუალურად, რაც უფრო ვიწროა, მით უკეთესია და მაღალი დონისაა მომსახურებაც და სამზარეულოც. წარმოიდგინეთ „რენიში” მიხვიდეთ და მენიუში იყოს, მაგალითად, კუპატი. ეს უკვე კონცეპტუალური დარღვევაა. შევეცადეთ, გარემო და სამზარეულო სრულ თანხვედრაში ყოფილიყო.

M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა სხვა რესტორნების ქსელებთან მიმართებაში?
საქართველოში მომსახურების სფერო ჯერ კიდევ არ არის მაღალ დონეზე. ჩვენ ვთვლით, რა თქმა უნდა, მომხმარებელთა აზრიდან გამომდინარე, რომ ბათუმში და არამარტო ბათუმში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომსახურების გაწევა შეგვიძლია. გარდა ამისა, უპირატესობა ის არის, რომ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი მომხმარებელს მივაწოდოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის საკვები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საკვების მაღალ ხარისხთან ერთად, მივაწოდოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არასდროს ვარღვევთ კონცეფციას, ვცდილობთ, ყველა დეტალი იყოს ობიექტზე მორგებული: სტაფის ჩაცმულობა, მუსიკა, ინტერიერი, მენიუ, აქტივობები. გვაქვს საინტერესო თამშები კაფე „ჩაინიკისთვის”, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია ფასდაკლების მიღება. ერთადერთი, რაც სამივე ობიექტს აერთიანებს არის მომსახურების მაღალი დონე და უგემრიელესი კერძები. ასევე, აღსანიშნავია შედარებით დაბალი ფასები. ვცდილობთ, ფასები მოვარგოთ ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტს, რადგან არ მოხდეს ამ კუთხით მომხმარებელთა დიფერენციაცია.

M: რითი განსხვავდება თქვენს ქსელში შემავალი რესტორნები ერთმანეთისგან? ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი და სიახლეს სთავაზობთ მათ?
თითოეული ობიექტი განსხვავებულია სამიზნე აუდიტორიის მხრივაც, თუმცა, რაც ყველაზე მეტად გვეამაყება არის ის, რომ თუ თქვენ გნებავთ ერთ დღეს  ევროპული სამზარეულოს მირთმევა, კარგ გარემოში, მაღალი დონის მომსახურებით, სასიამოვნო მუსიკის ფონზე, მაშინ თქვენი არჩვევანი შეგიძლიათ კაფე „რენიზე” შეაჩეროთ; თუ ქართული ტრადიციული სამზრეულო გნებავთ, მაგრამ არატრაციულ რესტორანში, მაშინ თქვენი არჩვენი შეგიძლიათ შეაჩეროთ სალონურ რესტორან „ფესვებზე”. ხოლო, თუ მეგობრებთან ერთად გნებავთ გართობა, ბავშვობის გახსნება, რაშიც ჩვენ კაფეში არსებული უამრავი ატრიბუტიც დაგეხმარებათ, თქვენი შეკერების ადგილი კაფე ,,ჩაინიკია”.

M: როგორია ქსელში შემავალი კაფე-რესტორნების მახასიათებლები მუსიკალური პროგრამისა თუ დამატებითი სერვისების მხრივ?
კაფე „რენი” ყოველდღიურად გთავაზობთ გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას, უგემრიელეს ევროპულ კერძებსა და  სასიამოვნო გარემოს, ასევე, ყოველდღიურ ლანჩს. ერთგული მომხმარებლებისთვის გვაქვს ფასდაკლების ბარათებიც, რომელის გამოყენება სამივე ობიექტზე შეიძლება. წელიწადში რამდენჯერმე, ჩვენს მომხარებლებს ვთაზობთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას. რაც შეეხება სალონურ რესტორან „ფესვებს”, ეს არის საუკეთესო ადგილი ბათუმში, სადაც შეგიძლიათ, გემოვნებიანი ქართული მუსიკის ფონზე მიირთვათ ქართული ტრადიციული კერძები, სალონური ტიპის გარემოში, აქვე, შეგიძლიათ მოირგოთ სხვადასხვა თავადის ტანისამოსი. „ფესვების” მარანში კი ახლად დაწურული ღვინო შეგიძლიათ მიირთვათ.  „ჩაინიკი” ყოველდღიურად სთავაზობს მომხარებელს სხვადასხვა სახის აქტივობას, რის გამოც მომხამრებლების ყველაზე საყვარელ ადგილად იქცა. აქ არც ერთი დღე ერთმანეთს არ გავს, ერთგვარ ჰობად გვექცა სტუმრებისთვის  ყოველდღიური ცვლილებების მიწოდება. გვაქვს ცალკე თამაშების მენიუ, რომელიც ჩვენი სტუმრების ყველაზე საყვარელი მენიუა,  სხვადასხვა სახალისო თამაშით, მარტივად შეგიძლიათ მოიპოვოთ 5-დან-40%-მდე ფასდაკლება. ერთ-ერთი ასეთია, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი „კრესტიკი-ნულიკი”, რომელიც შეგიძლიათ ეთამაშოთ მეგობარ „ჩაინიკისტებს” (ასე ვეძახით ჩვენ მომსახურე პერსონალს) და მარტივად მოიგოთ ფასდაკლება. ასევე, შეგილიათ ამოიღოთ ლოტოს კოჭი, რა ციფრსაც ამოღებთ, იმდენ პროცენტიან ფასდაკლებას მიიღებთ. ყოველდღიურად ვანებივრებთ მომხარებლებს სხვადასხვა თამაშით.

M: როგორი საკომუნიკაციო სტრატეგია გაქვთ? როგორ ცდილობთ გააგებინოთ მომხმარებელს თქვენ შესახებ?
ძირითად საკომუნიკაციო არხად Facebook-ის ბიზნეს ფეიჯს ვიყენებთ, ფეიჯი ყოველდღიურად განახლებადია და აქ ნებისმიერი ცვლილებისა თუ მიმდინარე აქტივობის ნახვა შეგიძლიათ. ასევე, აქტიურად ვიყენებთ ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდს და ძალიან აქტიურად გვდიგას მხარში დეპარტამენტი. ასევე, სხვადასხვა სახის ვებგვერდს – infobatumi.ge, tripadvisor.com. ძალიან კარგად  მუშაობს, ასე ვთქვათ, კმაყოფილი მომხმარებლის ფაქტორი, ასე ძალიან კარგად ვრცელდება ხმა ჩვენი ობიექტების შესახებ. ვცდილობთ, ჩვენი ქსელის არცერთი ობიექტი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ გასტრონომიული და მომხმარებელი უფრო მეტი სიამოვნების მისაღებად მოდიოდეს ჩვენთან.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვები? აპირებთ თუ არა ქსელის გაფართოებას?
პირველი რაც გეგმაში გვაქვს, მომდევნო კვირიდან, კაფე ,,რენის” ემატება სუშის მენიუ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმი საზღვაო-საკურორტო ქალაქია, თითქმის ვერსად შეჭამთ გემრიელ სუშის. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამითაც გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი. გარდა ამისა, გაწერილი გვაქვს მომვალი 5 წლის გეგმა. ქსელი კიდევ 4 ობიექტის გახსნას აპირებს, ოთხივე იქნება კონცეპტუალურად აბსოლუტურად განსხვავებული. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, 2018 წლის ზაფხულში გაიხსნება.

[R]

ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიმუშავა!

October 17th! Don`t miss a possibility to meet IE business school representatives!