in

რენე მაგრიტის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $60 მილიონად გაიყიდება!

L’empire des lumières აქამდე არასდროს გაყიდულა

რენე მაგრიტის სიურრეალისტური სურათი, რომელიც აქამდე არასდროს გაყიდულა, Sotheby’s Modern and Contemporary-ს 3 მარტის აუქციონზე ერთ-ერთ სავარაუდო ბლოკბასტერად გამოცხადდა.

მხატვარმა L’empire des lumières (1961) ენ-მარი კროუ გილიონისთვის, მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფარველის ქალიშვილისთვის, შექმნა. როგორც მაგრიტი აღნიშნავდა, ენ-მარი მისთვის “იდეალური” მუზა იყო და სწორედ ამიტომ შესთავაზა კომპოზიციის მიძღვნა. ახლა კი მისი საწყისი ფასი 60 მილიონ დოლარზე მეტია — ეს კი ორჯერ აღემატება მაგრიტის ამჟამინდელ რეკორდს ($26.8 მილიონი).

ნამუშევარი 17-სურათიანი სერიის ნაწილია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “სინათლის იმპერია”. საგულისხმოა, რომ ამ კომპოზიციების შექმნას საზოგადოების მხრიდან დიდი მოთხოვნილება უძღოდა წინ. კერძოდ, როდესაც ერთ-ერთი სურათი 1954 წელს ვენეციის ბიენალეზე გამოიფინა, მალევე გამოუჩნდა ოთხი მყიდველი. საბოლოოდ კი პეგი გუგენჰაიმმა შეძლო მისი მოპოვება. ამის შემდეგ მხატვარმა დამატებით კომპოზიციებზე დაიწყო მუშაობა.

1954 წელს შესრულებული ნამუშევარი

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში L’empire des lumières რენე მაგრიტის მთავარ გამოფენებში იყო წარმოდგენილი. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე კი იგი მაგრიტის მუზეუმში იკავებდა ადგილს. “ოჯახს მიაჩნია, რომ ნამუშევარი მზად არის მისი მოგზაურობის ბუნებრივი შემდეგი ეტაპისთვის,” — აცხადებს Sotheby-ს წარმომადგენელი.

სიმართლე ითქვას, $60 მილიონი სრულიად ადეკვატური ფასია, იმის გათვალისწინებით, რომ სურათი არაერთი სხვა ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. მაგალითად, რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა განმარტა: “ფილმ “ეგზორცისტისთვის” ავირჩიე სახლი, რომელიც მაგრიტის სურათს შეესაბამებოდა… ლამპიონი, სინათლის სხივი…”. 

მთვარეზე პირველი მეტავერსიული ბაზა იქმნება!

კვლევა — სად და როგორ ყალიბდება მეხსიერება?