4
Dec
2018

Renew – გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონებისთვის შექმნილი ბრენდი

4 Dec 2018

Startauperi
Startauperi


“Renew” ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 5 წელია არსებობს. მას დიზაინერი თეკლე ხახუბია დამოუკიდებლად უძღვება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა დიზაინერი 5 შვილის დედაა და როგორც თავად ამბობს, ეს კიდევ უფრო ეხმარება, საკუთარ საქმეს მეტი პასუხისმგებლობით და მოტივაციით მოეკიდოს.

M: როგორ დაიწყო ბრენდის ისტორია?

თავიდან დავიწყე სერვისით, რომელიც საქართველოში არ იყო – ძველი ტანსაცმლის გადაკეთება, განახლება. სწორედ ამიტომ ეწოდა ბრენდს “Renew”.

M: კონკრეტულად, რა პროდუქციას ქმნით და სთავაზობთ მომხმარებლებს?

ქალბატონებისთვის ყველაფერი გვაქვს: საყურეები, სათვალეები, ჩანთები – როგორც ზურგის, ისე წელისაც. გვაქვს ქამრები, ყოველდღიური და გამოსასვლელი სპორტულები, კაბები, მოსაცმელები, დათბილული ქურთუკები, პალტოები. ასევე, სეზონურ კოლექციას ვთავაზობთ მომხმარებელს, მაგალითად, საზაფხულოდ – საცურაო კოსტიუმებს, ზღვის ჩანთებს, მოსაცმელებს და ა.შ ზამთრის კოლექციას ემატება ქუდები, ხელთათმანები, კომბინიზონები…

M: ასევე, რა მასალას და ტექნოლოგიას იყენებთ მათ დასამზადებლად?

მაგალითად, საყურეები დამუშავებულია მხოლოდ ბუნებრივი საღებავით, რაც არ აღიზიანებს სახის კანს. ტექნოლოგიას რაც შეეხება, ამას არ ვამხელთ, ის განსხვავდება სხვა საყურეებისგან იმით, რომ არის მასიური და, ამავდროულად, ძალიან მსუბუქი. წელის ქამრებს და ჩანთებს ნატურალური ტყავისგან ვამზადებთ, ასევე გვაქვს ტყავის შემცვლელიც. რაც შეეხება ტანსაცმელს – მატერია საზღვარგარეთიდან ჩამოგვაქვს. მათი ანალოგი საქართველოში არ იყიდება.
 M: ბრენდის განვითარების პროცესში რა სირთულეებს წააწყდით?
დიდი კონკურენციის პირობებში სხვადასხვა ბრენდები მუდმივად ცდილობენ ჩვენი პროდუქციის გადაღებას. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი 5 შვილი არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, ისინი მაძლევენ ძალას, მშვიდად გადავლხო ყველანაირი წინაღობა და უფრო და უფრო ახალი, ტრენდული სამოსი შევქმნა ჩვენი მომხმარებლებისთვის.
M: როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა?
ადგილობრივ ბაზარზე ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას და პროდუქციის ხელახლა საზღვრებს გარეთ გატანას. ასევე, დაწყებულია საბავშვო კოლექციაზე მუშაობა და ახლო მომავალში მამაკაცის ხაზის დამატებასაც ვაპირებთ.
M: რა სეგმენტისთვისაა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
პირადად მე, როგორც დიზაინერი, კოლექციის შექმნისას, ვითვალისწინებ იმას, რომ მომხმარებლისთვის როგორც ყოველდღიური, ასევე განსაკუთრებული დღეებისთვის განკუთვნილი სამოსი კომფორტული და დახვეწილი იყოს. ასევე, ვითვალისწინებ ადგილობრივი მომხმარებლების ცხოვრების დონეს და ვცდილობ, ჩემი ბრენდის ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ზოგადად კი, ჩვენი კოლექცია გათვლილია როგორც გემოვნებიან და დახვეწილ ქალბატონებზე, ასევე, თინეიჯერებზეც.
M: კონკრეტულად როგორი სერვისებით შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
მომხმარებელს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეუძლია ბარნოვის 55-ისა და ჯანაშიას 30-ის ქუჩების კვეთაზე მდებარე მაღაზიაში. ასევე, გვაქვს ონლაინც გაყიდვებიც და მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით.

განხილვა