in

Rennsport-მა Porsche 911-ის შესაფერი რებრენდინგი შემოგვთავაზა

მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უჩიოდნენ მომხმარებლებს, Rennsport უჩვეულო გამოწვევის წინაშე დადგა — მათი ბრენდი სრულიად აღარ შეესაბამებოდა Porsche 911 Restomods-ის განსაკუთრებულ ხარისხს. კოტსუოლდსის გულში კი, იქ, სადაც გერმანული ინჟინერია ბრიტანულ ოსტატობას ხვდება, ეს გამოწვევა უნდა დაეძლიათ…

BOG
BOG

ამ მიზნით Signifly-ს მიმართეს, გლობალურ ციფრულ სააგენტოს, რომელსაც Rennsport-ის სახელოსნოებში გამოშვებული ავტომობილების კალიბრის შესაბამისი ვიზუალური იდენტობის შექმნა დაევალა. 

გამოწვევა იმგვარი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც ამ საოცარი ქმნილების შესაფერისი იქნებოდა. ეს უბრალოდ აღდგენილი მანქანები არ გახლავთ, საავტომობილო ხელოვნებაა, რომელიც კლასიკური 911-ების სულს თანამედროვე ელფერს სძენს. ყველა შეხების წერტილი, ბროშურებიდან დაწყებული და ვებგვერდით დამთავრებული, იმავე დახვეწილობითა და სიზუსტით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელსაც Rennsport-ის ნამუშევრებში ვხვდებით, — ამბობს ლუკას ჯურციკი, Signifly-დან.

შედეგად, ბრენდის ტრანსფორმაციის მომსწრენი გავხდით, დღევანდელობაში არსებული ნოსტალგიებითა და პრემიუმ შეგრძნებით… მით უმეტეს, რომ Rennsport-ის მომხმარებლები მხოლოდ მანქანებს კი არ ყიდულობენ, არამედ ინვესტიციას დებენ საავტომობილო ხელოვნებაში, რითაც 60-წლიანი მემკვიდრეობის ნაწილი ხდებიან.

ახალი იდენტობა საოცარი ლოგოს ირგვლივ ტრიალებს, რომელიც 80-იანი და 90-იანი წლების ტიპოგრაფიით არის შთაგონებული, ოქროს ეპოქით, რომელსაც Rennsport-ის მომხმარებლების სიყვარულით იხსენებენ. რა თქმა უნდა, ინსპირაცია თავად პორშეს საკულტო დიზაინის ენაც გახლდათ. მკვეთრი კუთხეები და თამამი ფორმები ენერგიას წამოწევს წინ, თუმცა, ამასთან, ელეგანტურობასა და სიზუსტეს ინარჩუნებს, რაც Rennsport-ის გამოცდილების წამყვანი დეტალია. 

რაც შეეხება ფერთა პალიტრას, ბრიტანული სოფლის მემკვიდრეობიდან და გერმანული საავტომობილო გამოცდილებიდან აიღეს, ხოლო ტიპოგრადია ტრადიციებსა და ინოვაციებს აბალანსებს. შედეგად კი იქმნება ბრენდი, რომელიც ისეთი მიმზიდველია, როგორც მის მიერ წარმოებული მანქანები, ხელით დამზადებული და გამორჩეული…

დაბოლოს, ინდუსტრიაში, სადაც მემკვიდრეობა ტრადიციების მიმდევრობას ნიშნავს, Rennsport-ის ახალი იდენტობა ამტკიცებს, რომ წარსულის პატივისცემა და მომავალში არსებობა თანაბრად შეიძლება. ეს არის ბრენდი, რომელიც პატივს მიაგებს Porsche 911-ის 60-წლიან ისტორიას და უკვე იმის შესაფერისიცაა, რასაც Restomods წარმოადგენს!

Cryptal-ის მობილური აპლიკაცია განახლდა – გაიგე, რა სიახლე გელოდება

როცა მშობლებს შვილების ციფრული ენა არ ესმით… — Tesco Mobile ონლაინ სააფრთხეებს ავლენს