in

პირველი სმარტფონი, რომელსაც 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს

veon
veon

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Oppo-მ ახალი მოდელი – Reno 3 Pro გამოუშვა. კომპანიის თქმით, მოდელი პირველი სმარტფონია, რომელსაც 44 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა აქვს, თუმცა ეს Reno 3 Pro-ს ერთადერთი სელფის კამერა არაა. სიღრმის ეფექტისთვის, იქვეა მეორე, 2 მეგაპიქსელიანი სენსორიც. უკანა კორპუსზე Reno 3 Pro 4 კამერას ითვლის. აქედან, მთავარი კამერა 64 მეგაპიქსელიანი სენსორისა და f/1.7 ლინზის მქონეა. დანარჩენები – 13 მეგაპიქსელიანი ტელეფოტო, 8 მეგაპიქსელიანი ულტრაფართე და 2 მეგაპიქსელიანი მონოქრომული კამერებია. Oppo-ს თქმით, მოდელს 5x ჰიბრიდული და 20x ციფრული ზუმი აქვს.

სმარტფონი Helio P95 პროცესორზე მუშაობს, აქვს 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 128GB, ან 256GB-იანი შიდა მეხსიერება. ასევე, ორი სიმბარათის ადგილი, ისევე, როგორც microSD-ს პორტი და ყურსასმენების ჯეკი. როგორც ჩინური სმარტფონების მწარმოებელი, Oppo ვერ იყენებს ანდროიდის ოპერაციულ სისტემას, თუმცა, იყენებს მის ალტერნატივას – ColorOS 7. მოდელს აქვს 4,025mAh-იანი ელემენტი, რომელიც სრულად (100%) 56 წუთში იმუხტება. მოდელს არ აქვს 5G მხარდაჭერა და აქვს 6.4 ინჩიანი, 1080p OLED ეკრანი. ის, დასაწყისისთვის, 6 მარტს, ინდოეთის ბაზარზე გამოჩნდება. უცნობია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ფასი კი 415-455 დოლარი იქნება.

სარეკლამო ფესტივალ White Square 2020-ის ჟიურის ვინაობა ცნობილია!

597 ლოგოს შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, როგორია ყველაზე ეფექტური დიზაინი