in

დაიქირავე ფინელი ინტერნეტით! – კამპანია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნიდან

ფინეთი უკვე ზედიზედ მესამედ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. ასე რომ, როდესაც მოგზაურობა განახლდება, ფინეთს უნიკალური პოზიციონირება ექნება მოგზაურებისთვის. პანდემიისთვის დამახასიათებელი სტრესული და დეპრესიული ყოველდღიურობის ფონზე, ფინელებმა გადაწყვიტეს, ცნობილი კამპანია Rent A Finn ვირტუალურ სივრცეში გადმოეტანათ. ამგვარად, ბედნიერების ქვეყნიდან ადამიანის დაქირავების შესაძლებლობა უკვე ინტერნეტიდანაც გეძლევათ.

ვირტუალური სივრციდან “ბედნიერების გიდები” თავიანთ სიბრძნესა და ენერგეტიკას პირდაპირ ეთერში გაგიზიარებენ. მაყურებლებს კი, შეეძლებათ მათთან უნდივიდუალური ვირტუალური სეანსი დაჯავშნონ. მაყურებლებს შეეძლებათ იურთიერთონ ცნობილ ფინელებთანაც – სერვისებს შორისაა “ისადილე ფინელთან ერთად”, სადაც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფი სასუ ლაუკონენი შემოგიერთდებათ ან “მოდუნდეთ ფინელთან ერთად”, რაც საუნის ვირტუალურ პრეზენტაციას გულისხმობს და ა.შ.

კამპანია Rent A Finn 2019 წელს დაიწყო და ტურისტებს ფინელების დაქირავების საშუალება მისცა, ქვეყნის ავთენტური გამოცდილების მიღების მიზნით. ახლა კი, მსოფლიო შეზღუდვების გამო, კამპანია ვირტუალურ სივრცეში გაცოცხლდა.

Boston Dynamics-ის რობოძაღლი Spot ცხვრებს მწყემსავს [ვიდეო]

მირიან ხომერიკი – #პირველისამსახური