in

rent.myhome.ge – დაჯავშნე ონლაინ და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%

უძრავი ქონების პლატფორმამ საქართველოში, Myhome-მა, ახალი ვებგვერდი შექმნა. rent.myhome.ge – ეს არის ახალი შესაძლებლობა, მარტივად დაგეგმოთ დასვენება საქართველოში. აქ მარტივად მოიძიებთ, დაჯავშნით თქვენთვის საინტერესო უძრავ ქონებას, მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ლოკაციების შესახებ და ვებგვერდიდან გაუსვლელად სრულყოფილად დაგეგმავთ ვიზიტს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვებგვერდის rent.myhome.ge-ის მეშვეობით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – ქალაქში, მთასა თუ ზღვაზე იქირავებთ სათქვენო ქონებას. მნიშვნელობა არ აქვს, რას ეძებთ – ბინას, კოტეჯს, სახლს თუ სხვა ტიპის უძრავ ქონებას. აქ გათვალისწინებულია უძრავი ქონების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია ადგილობრივ მოთხოვნილებებს. ხოლო, მოქნილი ფუნცქიონალის მეშვეობით შეგიძლიათ, თქვენს საჭიროებებზე მორგებული სერვისებით სარგებლობა და ამომწურავი ინფორმაციის მიღება თქვენთვის საინტერესო ლოკაციის შესახებ, რისი მეშვეობითაც სრულყოფილად დაგეგმავთ დასვენებას. ვიდეოკონტენტის და სხვა საშუალებების დახმარებით კი მიიღებთ ინფორმაციას უძრავი ქონების სიახლოვეს დასვენებისა და გართობის სერვისების შესახებ. ასევე, პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიოთ ონლაინ ან ადგილზე გადახდა.

გარდა ამისა, VISA ბარათით გადახდისას შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით. პროექტი ხორციელდება Myhome-ისა და Visa-ს კოლაბორაციით, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაეხმარება ადგილობივ ბიზნესებს, მიმდინარე კრიზისიდან სწრაფად გამოსვლაში.

მომავალში, rent.myhome.ge განვითარებასთან ერთად, გეგმავს ახალი იმგვარი შესაძლებლობების ინტეგრაციას პლატფორმაში, რომელიც როგორც ტურისტს, ასევე მასპინძელს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მარტივად იპოვონ ერთმანეთი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღონ სრულყოფილი სერვისი. ასევე პლატფორმიდანვე დაჯავშნონ სხვადასხვა აქტივობები, ტურები თუ საინტერესო გამოცდილებები.

 

[R]

როგორ უნდა აკონტროლონ ლიდერებმა თავიანთი ეგო?

Google-მა, ანდროიდისთვის, მიწისძვრის დეტექტორის სისტემა შექმნა