პენსილვანიაში უცნაური ოჯახური ბიზნესი წამოიწყეს. ჯენი და ფილიპ ტომპკინსმა ქათმების გაქირავება გადაწყვიტეს თვეში 250-350 დოლარად.
“Rent the Chicken”-ის შემოთავაზებაში შედის ერთი პატარა გალია, ორი ქათამი და ინსტრუქცია თუ როგორ მოვუაროთ ქათმებს. Rent the Chiken – Facebook-ის ჯგუფიც გამოჩნდა და ჯგუფში ყველა ის ადამიანია გაწევრიანებული, ვინც ქათმებს უვლის. ეს ხალხი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს.
ტომპკინსების მიზანია იმ ადამიანებს, რომლებმაც ქათმების მოვლა გადაწყვიტეს, მისცენ საშუალება წინასწარ შეამოწმონ გაართმევენ თუ არა თავს ამ მოვალეობას. რანაირად წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ოჯახური ბიზნესის მომსახურეობით ბევრი სარგებლობს.















