in ,

მოდური თაბაშირის სახვევი და საჩუქრად რძე მოუსვენარ ბავშვებს Anchor Milk–სგან

რა სამწუხარო შედეგი შეიძლება ახლდეს ბავშვის სიცელქესა და მოუსვენრობას? მოტეხილობა. მხოლოდ ახალ ზელანდიაში, ყოველდღიურად, 59 ბავშვი მიდის საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით. გარდა იმისა, რომ მათ საშინელი ტკივილის მოთმენა უწევთ, გარკვეული დროით უსახური თაბაშირის ტარებაც უხდებათ, რაც არცთუ ისე სასიამოვნოა.

Anchor Milk-მა გადაწყვიტა ბავშვებისთვის ეს მძიმე პროცესი შეემსუბუქებინა და უფრო მეტიც, სახალისო გაეხადა. საავადმყოფოებთან თანამშრომლობით, კომპანიამ სპეციალური რენტგენული თაბაშირის სახვევი X-Ray Casts შექმნა, რომელიც ზუსტად ასახავს მოტეხილობის სურათს, ამარტივებს რენტგენის გადაღების პროცესს და თან ალამაზებს თაბაშირს.

გარდა ამისა, X-Ray Casts–ის მომხმარებელ ბავშვებს მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მოტეხილობის შეხორცებას დასჭირდება, Anchor Milk–სგან ნებისმიერ მაღაზიაში უფასოდ გადაეცემათ რძე.

 

https://www.youtube.com/watch?v=pmjD8wqVPi8

 

ნამდვილად არაჩვეულებრივი და სასარგებლო სიახლეა. შექმნიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში, უკვე 122-მა ბავშვმა მოითხოვა X-Ray Casts–ი. სოციალური ქსელები კი X-Ray Casts–ის თაბაშირებიანი ბავშვების ფოტოებით აჭრელდა.

მეტი კომპლიმენტი, ნაკლები კრიტიკა! – Amazon-ის სოციალური კამპანია #SaySomethingNice

Made In Georgia! – ქართული წარმოების ჩანთები Gepherrini-სგან