in

არ მოგწონთ თქვენი ბინა?! RentHub-ი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სირთულეებს გაგიმარტივებთ

უძრავი ქონების ბიზნესი მუდამ აქტუალურია. სასურველი ბინის პოვნა დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, ზოგჯერ ეს პროცესი მომაბეზრებლად იწელება. სწორედ ამიტომ, RentHub-მა მომსახურების მოქნილი სისტემა შეიმუშავა, რაც ქართულ ბაზარს ნამდვილად არ აწყენდა. კომპანიას რამდენიმე ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. ძირითადად, დიდ ქალაქებში მუშაობს და ბინის გამქირავებლებსა და დამქირავებლებს შორის გარიგებას აადვილებს. ბინების ონლაინ დათვალიერება, დაჯავშნა, ხარჯების კალკულაცია და კონსულტირება მომხმარებელს დროის დაზოგვაში მნიშვნელოვნად ეხმარება. თავად რეკლამაზე სააგენტო K2–მ იმუშავა.

 

 

მთავარი გმირი თვალების ოპერაციის შემდეგ უკვე ყველაფერს კარგად ხედავს. მას უხარია საყვარელი მეუღლის, ბავშვებისა და მეგობრების დანახვა, მაგრამ ბინაში შესვლისას, მისი მზერა იყინება. მის ემოციას უსიტყვოდ მიხვდებით, სახეზე მარტივად იკითხება, თუ რას გრძნობს ეს ადამიანი. მომაბეზრებელი უცვლელი გარემო ნამდვილად გამაღიზიანებელია, შესაბამისად, ახალი ბინის პოვნა კარგი გამოსავალია.

როგორ შექმნა ზიდანმა საუკეთესო ფანკლუბი მსოფლიოში?!

საზაფხულო ბანაკი – “შერვუდი” – შენი მწვანე თავგადასავალი