in

თბილისის აეროპორტში, მობილური PCR ლაბორატორია RentoLab გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მობილური PCR ლაბორატორია RentoLab გაიხსნა. მათი დახმარებით, საერთაშორისო ვიზიტორებს, ტურისტებს, აეროპორტის თანამშრომლებსა და სხვა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე ჩაიტარონ PCR ტესტი. ასევე – ანტიგენის სწრაფი ტესტი და ყველა ის საჭირო ანალიზი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული COVID-19-თან. ლაბორატორია ფუნქციონირებს 24/7-ზე.

გვინდა, საქართველოში მოგზაურობა კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გავხადოთ.  გარდა ამისა, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ COVID უსაფრთხოების დაცვაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მობილური ლაბორატორიების შექმნა ქვეყნის იმ წერტილებში, რომელშიც საზღვრის კვეთის მაღალი მაჩვენებლები გვაქვს.

RentoLab-ს აქვს ეპიდემიოლოგების გამოძახების მომსახურებაც. PCR ტესტს, ანტიგენის სწრაფი ტესტისა და COVID-19-თან დაკავშირებულ ანალიზებს, პროფესიონალი მედიკოსი, წინასწარ მითითებულ მისამართზე ატარებს. ლაბორატორია გასცემს COVID პასპორტსაც.

ამისთვის, უნდა დარეკოთ ნომერზე 032 2 830 829. ზარიდან 15 წუთში, პროფესიონალი მედიკოსი თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მოგემსახურებათ. ჩვენს სერვისს დიდი წარმატებით იყენებენ საერთაშორისო და ლოკალური ბრენდის სასტუმროები, ტურ-ოპერატორები, გიდები, ტურისტული კომპანიები, რომლებიც „რენტოლაბის“ დახმარებით, ორგანიზებას უწევენ, სტუმრებისათვის მობილური ლაბორატორიული სერვისების მიწოდებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვიზიტი და მიღებული რეზულტატი ყოველთვის ყველაზე სწრაფია.  COVID პასპორტი ნიმუშის აღებიდან, სტანდარტულ შემთხვევაში, 12 საათში გადმოგეცემათ, „ექსპრეს“ მომსახურების შემთხვევაში – 6 საათში“.

გარდა ამისა, RentoLab-მა, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა სავაჭრო მოლში COVID უსაფრთხოების კონცეპტუალური სტენდების ქსელი გახსნა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამით მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევენ, ერთ სივრცეში მოიმარაგონ ყველა ის საჭირო პროდუქტი, რომელიც COVID-19-ის პრევენციისა და მისგან თავდაცვისთვისაა საჭირო.

 

[R]

Instagram-ის საბავშვო ვერსია დროებით შეჩერდა!

რეკორდული წინასწარი გაყიდვები – 3 დღეში “FIFA 22“ გამოდის