Replay თავისი საკულტო მოდელის 9zero1-ის ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. თავდაპირველად, მამაკაცებისთვის შექმნილმა საკულტო დიზაინმა, დროთა განმავლობაში მრავალი გარდასახვა განიცადა და უნივერსალურ სამოსად იქცა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის.
9zero1- Replay-ის ბრენდის ერთგვარი ისტორიული არქივია. რომელიც გარშემო იკრებს და ღრმად აღწევს მათ გულებში, ვისაც ის უკვე გამოუცდია, იცნობს და უყვარს. ასევე მათ, ვისთვისაც დიზაინი სიახლეს წარმოადგენს. რადგან ეს არის უნივერსალური ჯინსი საკუთარი ხელწერით, საოცარი დიზაინით და აქცენტით ორიგინალურ ბრენდირებაზე, 9zero1 – 90-იანი წლებიდან აღნიშნავს Replay-ის ისტორიას.
უნიკალურ თარგთან ერთად, შედარებით მაღალი სათავე და ზედაპირზე განთავსებული ღილი ამ მოდელის ძირითადი განმასხვავებელი აქცენტებია და ბრენდის ხარისხის გარანტის ნიშანს ატარებს.
2024 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციაში, ხუთჯიბიანი საკულტო დიზაინის შარვლები – ოთხ სხვადასხვა ფერსა და ტონალობაშია წარმოდგენილი.
შარვლებთან ერთად, ერთიანი 9 zero1 ლუქის შესაქმნელად, ბრენდი ასევე უნიკალური დიზაინის ქურთუკებსაც გვთავაზობს.
ძალზე შთამბეჭდავია 9zero1-ის სარეკლამო კამპანიაც, რომელშიც არაერთი სხვადასხვა ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.
ეფექტური სარეკლამო კამპანიებითა და შთამბეჭდავი ივენთებით ცნობილი Replay-ს მსოფლიო მაშტაბით, სხვადასხვა ინდუსტრიის არაერთი ამბასადორი ყავს.
ბრენდი ცდილობს, მისი სახელი მოდის, შოუ ბიზნესის, მუსიკისა და სპორტის საუკეთესო სახელებთან იყოს დაკავშირებული.
ეს გამოცდილება 9zero1-ის სარეკლამო კამპანიებშიც აისახება. რომელიც აერთიანებს მოდის, მუსიკისა და სპორტის სამყაროს და მასში ამ ინდუსტრიების წარმომადგენელი ბრენდ ამბასადორები 9zero1-ის სარეკლამო რგოლებით და მათი მიმზიდველი თხრობის მანერით, ნებისმიერი ასაკისა და მომხმარებლის ყურადღებასაც და გულსაც თანაბრად იპყრობს.
სარეკლამო კამპანიასთან ერთად, 9zero1-ის კომუნიკაცია ცდება ტრადიციულ და ციფრულ არხებს და ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომლებზეც მომხმარებელს საშუალება ეძლევა გამოსცადოს და მოირგოს ლუქები. სწორედ ასეთი გამოცდილების მიღების საშუალება ქონდა ქართველ მომხმარებელს, როდესაც აისიარ ჯგუფმა საკულტო ბრენდის მაღაზია თბილისში გახსნა და მოდის სფეროთი დაინტერესებული ადამინებისთვის განსაკუთრებული ივენთი მოაწყო. ბრენდი ნელ-ნელა ფართოვდება. აგვისტოდან Replay-ის მაღაზია ბათუმშიც არის წარმდგენილი და უახლესი ტრენდული კოლექციების ნახვა ქართველ მომხმარებელს უკვე როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც შეუძლია.
[R]