ჯინსი იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ტანსაცმელი!
ეს შთამბეჭდავი სლოგანი – საკულტო იტალიური ბრენდის “REPLAY”-ს არსს განასახიერებს, რომელიც საქართველოში, ბრენდის ოფიციალურმა პარტნიორმა – „ICR” ჯგუფმა, საკუთარი 30 წლის იუბიულეზე წარადგინა.
„REPLAY”-ს ოფიციალური დებიუტი თბილისში, „სითი მოლ საბურთალოს“ სავაჭრო ცენტრში, 16 მარტს – ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნით შედგა.
20 მარტს კი, ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, ჯინსის მოყვარულთათვის ნამდვილი დღესასწაული მოჰყვა.
კლუბ „პუბლიკაში“ გამართულ ღონისძიებაზე, აისიარმა ბრენდის დნმ-ი, მისი ძირითადი ღირებულებები და თანამედროვე ესთეტიკა მკაფიოდ წარმოაჩინა.
საღამო მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხებოდა. ეს იყო მოულოდნელობებითა და საჩუქრებით სავსე მოდისა და ხელოვნების ნამდვილი დღესასწაული.
წლების განმავლობაში იტალიური „REPLAY“ — არა მხოლოდ ჯინსის ტანსაცმლის ბრენდს, არამედ ცხოვრების სტილს განასახიერებს. მისი შექმნიდან – (1982 წლიდან) დღემდე, ბრენდი ავთენტურ და ელეგანტურად მსუბუქ, ყოველდღიურ სტილს გთვაზობს. ოსტატურად გადმოაქვს წარსულიდან საუკეთესო და თანამედროვეობის ელფერს სძენს მას. სწორედ ამიტომ, „REPLAY“-ს ტანსაცმელი არ წარმოადგენს მხოლოდ მოდურ ნივთს. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია სტილსა და ხარისხში.
წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით კი, ბრენდი ხელს უწყობს ეკოლოგიასა და მდგრად განვითარებას. ასეთი მიდგომების საშუალებით – მისი ყველა პროდუქტი არა მხოლოდ უძლებს დროს და კარგად გამოიყურება, არამედ არ ვნებს გარემოს.
2024 წელს, „ICR” ბრენდის კიდევ ორი მაღაზიის გახსნისთვის ემზადება, რომელთაგან ერთ-ერთი, საზღვაო სეზონის დასაწყისისთვის ჩვენს საყვარელ ბათუმში იგეგმება.
[პარტნიორის კონტენტი]