in ,

როგორ მოვიზიდოთ სისხლის დონორები? – Lady Leshurr–ის რეპი

სიმღერის საშუალებით სისხლისა და ორგანოების დონორობაზე მოწოდება ასეთი რითმული და მუსიკალური ჯერ არ ყოფილა. ამ რეპით მოუწოდებენ ყველა სფეროს: ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს, უბრალო მუშაკებს, აფრიკელებსა და აზიელებს, გააქტიურდნენ დონაციის საკითხში. ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ შავკანიანები და აზიელები სისხლის დონორების მხოლოდ 3%-ს წარმოადგენენ, იმის მიუხედავად, რომ პროცენტულად მათი რიცხვი ინგლისში გაცილებით მეტია.

BOG
BOG

სხვადასხვა სფეროების გადაკვეთა და თანამშრომლობა ზოგჯერ საინტერესო შედეგებს გვაძლევს. სისხლის დონორობისკენ მოწოდება ინგლისში არაერთი ორიგინალური მიდგომით განხორციელებულა და გამოხმაურებაც სხვადასხვაგვარი იყო, NHS Blood and Transplant–ისა და რეპერ Lady Leshurr–ის თანამშრომლობა კი უკვე ახალი სიტყვაა “სამედიცინო მარკეტინგში”.

 

ვიდეორგოლზე სააგენტო Lowe–მ იმუშავა.

კორეული რეკლამა ქართული OLD IRISH-ის სტილში

რატომ უნდა ატაროთ ათი ზომით დიდი ფეხსაცმელი?! – KIA–ს სახალისო რეკლამა