„სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდის ქვეშ არსებული რესტორანი „რესპუბლიკა 24“ ავთენტური ქართული სამზარეულოს მოყვარულთათვის განაგრძობს განსაკუთრებული აქტივობების წარდგენას. 2024 წელი საინტერესო კამპანიით „24 in 24” დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა დეგუსტაციები და მასტერკლასები შესთავაზა.
„24 რიცხვი რესტორნის სადღესასწაულო დღედ ჩაინიშნა. სტუმრების მაღალი მოთხოვნის გამო, ვფიქრობთ რომ აქტივობები გაგრძელდება მომავალ წელსაც და ყოველი თვის 24 რიცხვში, „რესპუბლიკა 24“ განსაკუთრებულ აქტივობებ შესთავაზებს სტუმრებს.“
აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ღონისძიებები იყო ქართული მუსიკის საღამოები, სადაც ქართული ტრიო ასრულებდა ყველა დროის გემოვნებიან ქართულ სიმღერებს. ასევე, ჩაქაფულის მასტერკლასი, წინანდლის მამულის ღვინოების დეგუსტაცია და საბავშვო მასტერკლასები.


მაღალი პოპულარობით სარგებლობს საბავშვო მასტერკლასი, სადაც ბავშვები შეფის დახმარებით ამზადებენ ხინკლებს და კრემიან დონატებს. შემდეგ კი მშობლებს უმასპინძლდებიან.
თავიდან მხოლოდ ათიოდე ბავშვის მასპინძლობა იყო გეგმაში და შესაბამისად ხშირად უწევდათ დიდ ჯგუფებზე უარის თქმა, თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო, აქტიურად დაიწყო სკოლის მოსწავლეების მიღება და უკვე შესაძლებელია 30-მდე ბავშვის მასპინძლობა ყოველ კვირას, 15:00 საათზე.
მაღალი მოთხოვნის გამო, რესტორანმა გამოყო სივრცე, სადაც შესაძლებელია როგორც დახურული ღონისძიებების, ასევე მასტერკლასების დაორგანიზებაც!



„რესპუბლიკა 24“ თანამედროვე კონცეფციით შექმნილი 24-საათიანი რესტორანია, რომელიც გამოირჩევა „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფის ირაკლი ასათიანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი მენიუთი, როგორც სამარხო ისე არასამარხვო კერძებით.

[R]











