in

Republic 24 – 24 საათიანი „დაინერი“ პირველი რესპუბლიკის მოედანზე

პირველი რესპუბლიკის მოედანზე 24 საათიანი „დაინერი“ გაიხსნა – Republic 24-ის მთავარი შეფ – მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძეა.

„ეს არის 24 საათიანი, თანამედროვე „დაინერი“. გვაქვს დღის, საღამოს და ღამის სპეციალური მენიუები. სტუმრებს საშუალება აქვთ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, განსხვავებული კერძები დააგემოვნონ. გარდა ამისა, ჩვენთან, ხორცი სპეციალურ მაცივრებში ინახება – სტუმარი თავად ნახულობს და ირჩევს, რომელი ნაჭრისგან სურს, რომ კერძი მოუმზადონ“.

Republic 24-ში ძირითადად აქცენტს ქართულ სამზარეულოზე აკეთებენ, თუმცა, მენიუში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებიც აქვთ.

„გარდა ამისა, ჩვენი „დაინერი“ გამოირჩევა ქართული და მსოფლიო კულინარიის მიქსებით. მაგალითად, მენიუში გვაქვს ხინკლის წვნიანი, რომელიც აზიური სამზარეულოს ელემენტებსაც შეიცავს. ქალაქში, ზოგადად, ძალიან ცოტა 24 საათიანი კვების ობიექტია. ჩვენი „დაინერი“, ამ მხრივ, ნამდვილად გამორჩეულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ღამის გართობა უყვარს. როგორც წესი, დილის 3-4 საათზე, რთულია იპოვო ადგილი, სადაც გემრიელი კერძები და კარგი გარემოა. ეს ყველაფერი, სტუმრებს, Republic 24-ში დახვდება“.

დაინერი, კონცეფციის მიხედვით, გათვლილია როგორც ადგილობრივ მომხმარებლებზე, ისე ტურისტებზე.

Republic 24-ის ბრენდინგი დავით კუპატაძეს ეკუთნის. ინტერიერის დიზაინზე კი ქეთუნა ყრუაშვილმა იმუშავა. 

„Republic 24, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც ოფიციალურად გაიხსნა. დაინტერესება საკმაოდ დიდია. სტუმრები დადებითად აფასებენ როგორც ჩვენს კერძების, ისე ადგილმდებარეობას, გარემოს და ინტერიერს“.

Republic 24 Silk Road Group-ის პროექტია.

თბილისში, რობოტიკასა და პროგრამირებას, საქართველოში შექმნილი ბლოკ სქემებით ასწავლიან

AR ეკრანი კონტაქტურ ლინზაზე – რეალური პროტოტიპი, რომელიც CES 2020-ზე წარადგინეს