in

„რესპუბლიკაში“ 14 თებერვალს Cupid Party გაიმართება

14 თებერვალს მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ „ვალენტინობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, Cupid Party-ზე სტუმრებს ძალიან საინტერესო სანახაობა ელით.

„ეს არ არის ჩვეულებრივი კლუბური ღამე, სადაც მხოლოდ დიჯეები დაუკრავენ. იქნება ძალიან საინტერესო პერფორმანსი, რომელსაც, სპეციალურად ამ დღისთვის, უტა ბექაია ამზადებს. სტუმრებს ნამდვილად ძალიან კარგ სანახაობას ვპირდებით“, – ამბობს „რესპუბლიკას“ მარკეტინგის მენეჯრი მარიამ ექსეულიძე.

Cupid Party-ის მთავარი კონცეფცია, როგორც თავად უტა ბექაია ამბობს, ძველი, რენესანსის ნახატების კუპიდების გაცოცხლებაა.

„პირადად მე ყოველთვის მაინტერესებდა, როგორები იქნებოდნენ ისინი სინამდვილეში. ძალიან საინტერესო პერფორმანსი იქნება. გვეყოლება კუპიდები, რენესანსის ეპოქის ნახატების მგავსი 7 ანგელოზი. ეცმევათ თეთრი კოსტიუმები, ექნებათ ფრთები და თავზე გვირგვინები ეხურებათ. ჩვენი კუპიდები მთელი საღამოს მანძილზე ირბენენ და სტუმრებთან ითამაშებენ. პერიოდულად, შეიკრიბებიან და ძველი რენესანსის ნახატების სცენების მსგავს პოზებს მიიღებენ, რომ მსურველებმა მათთან სურათი გადაიღონ“, – ამბობს უტა ბექაია.

გარდა ამისა, Cupid Party-ზე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი შვეიცარიელი DJ Jimi Jules დაუკრავს. ის ციურიხსა და ბერლინში პოპულარული DJ, პროდიუსერი და ბერლინის კლუბ Watergate-ის რეზიდენტია. ღონისძიებაზე ასევე დაუკრავს ქართველი DJ KIPO.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE-ზე და სასტუმრო „რედისონში“.

„არის ორი კატეგორიის ბილეთები. ე.წ. EARLY BIRD ეტაპზე (თუ ადრე შეიძენენ ბილეთს), ფასი იქნება 60 ლარი, შემდეგ 80 ლარი გახდება. გარდა ამისა, Club IVERIA თავის წევრებს ღონისძიების ნებისმიერი კატეგორიის ბილეთზე განსაკუთრებულ პრივილეგიას სთავაზობს. ასევე, Cupid Party-ისთან დაკავშირებით აწყობს სპეციალურ ფოტო კონკურსს . მინდა აღვნიშნო, რომ ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ, ვისაც სურს, „ვალენტინობის“ დღესასწაული ძალიან საინტერესოდ გაატაროს, აუცილებლად უნდა იჩქაროს, “ – ამბობს მარიამ ექსეულიძე.

ახალი სახელოვნებო სივრცე ხატვის ცოცხალი პროცესით – Live Art ნამუშევრები Tbilisi Gate Gallery-ში

100 წელია, რაც ბრიტანელ ქალებს ხმის მიცემის უფლება აქვთ! სამი 100 წლის ქალბატონი Channel 4-ის ვიდეორგოლში