in

„რესპუბლიკა ივენთ ჰოლი“ ახალ, ენერგიულ სეზონს იწყებს!

პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მრავალფუნქციური სივრცე ხარისხიანი გართობის მოყვარულ ადამიანებს 24 სექტემბრიდან ელოდება.

ამ სეზონის პროგრამა უკვე ცნობილია. ნოემბრის ბოლომდე „რესპუბლიკაში“ მოუსმენთ მსოფლიო ჰიტების ავტორებსა და ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან „Toploader”, იან დესტალი „Modjo”-დან და „Ghost-Note”.

სეზონი დისკოს მხიარულებით იწყება – 24 სექტემბერს ივენთ ჰოლში ბრიტანული Horse Meat Disco დაუკრავს.

ჰედონიზმით, რიტმით, თავისუფლებითა და ემოციებით გაჯერებული მათი სეტები კლასიკის, იტალო-დისკოს, ჰაუსისა და პანკ ფანკის ნაზავია და მოიცავს ყველაფერს, რაც ასე გვიყვარს დისკოში.

Horse Meat Disco უკვე გამოჩნდა თანამედროვეობის ყველა მნიშვნელოვან საკლუბო სცენაზე, ახლა თბილისის ჯერია.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს:
24 სექტემბერი, Horse Meat Disco.

30 სექტემბერი, Yann Destal from Modjo.

8 ოქტომბერი, Toploader.

ღონისძიებების წარმდგენია Club Iveria.

[R]

რეგიონებით შთაგონებული საქართველოს ბანკის ბარათების დიზაინი

ახალ თხევად რობოტს წვეთებად დაშლა შეუძლია