in

მულტიფუნქციურ სივრცეში “რესპუბლიკა” ფლამენკოს შოუ გაიმართება

24 ნოემბერს, მულტიფუნქციურ სივრცეში “რესპუბლიკა” ფლამენკოს შოუ იგეგმება. შოუს, მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მანუელ რამირეზის ექსპრესიული ბალეტი შეასრულებს. პერფორმანსის სახელწოდებაა “ოთხი ქალი”.  ფლამენკო არის ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი, რომელიც ესპანურ, ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით.

 

“რესპუბლიკას” წარმომადგენლის, მარიამ ექსეულიძის თქმით, მანუელ რამირეზის ბალეტი არამხოლოდ ესპანეთშია ცნობილი, არამედ მთელ მსოფლიოში, ამდენად, მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა ელოდება. ფლამენკო იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორც კაცობრიობის არამატერიალური და ზეპირი მემკვიდრეობის ერთერთი შედევრი.

ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/RepublicTbilisi/videos/724993704529831/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

[R]

როგორ დავიწყოთ უცნობთან საუბარი

სად და როგორ იბადება ინოვაციური იდეები?