in

8 მარტს „რესპუბლიკაში“ ნიაზ დიასამიძის კონცერტი გაიმართება

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“ ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო საღამო ელოდება, განსაკუთრებული საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

„ „რესპუბლიკა“ განაგრძობს ღონისძიებათა სერიას. ამჯერად, ქალთა საერთაშორისო დღეს ყველასათვის საყვარელ ქართველ მუსიკოსებთან, ნიაზ დიასამიძესა და ჯგუფ 33ა-სთან ერთად აღვნიშნავთ. როგორც ყოველთვის, ამ სივრცეში ახლაც იგეგმება განსაკუთრებული საღამო და საგაზაფხულო განწყობა. სტუმრებს 21:00 საათიდან ველოდებით. საკონცერტო პროგრამის დასრულებისთანავე, სპეციალური გათამაშება გაიმართება. გამარჯვებულებს ძალიან კარგი საჩუქრები გადაეცემათ. საღამოს დაასრულებს DJ SET.  ბილეთების შეძენა (როგორც დგომითი, ისე მაგიდასთან) შესაძლებელია tkt.ge-სა და ფილარმონიის სალაროში. ასევე, სასტუმრო Radisson-ში“, – ამბობენ ორგანიზატორები.

რაც შეეხება თავად კონცერტს, 33ა-ს პროდიუსერის, ნიკა მჟავანაძის თქით, წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა. სტუმრები ასევე მოისმენენ რამდენიმე სიმღერის ელექტრონულ ვერსიას.

„იქნება შერეული პროგრამა, შესრულდება როგორც ახალი, ისე ძველი სიმღერები. რა თქმა უნდა, იქნება ჰიტები. გარდა ამისა, მსმენელს დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ – გაჟღერდება ნიაზ დიასამიძის რამდენიმე ძველი სიმღერის ელექტრონული ვერსია, რომელიც მან თავად გააკეთა. ამავე ჟანრში შესრულდება ახალი მელოდებიც. დანარჩენი სიურპრიზად დავტოვოთ. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ საინტერესო და კარგი კონცერტი გველოდება“ , – ამბობს ნიკა მჟავანაძე.

ნიკო ნიკოლაძე – ადამიანი, რომელმაც გაუსწრო დროს!

COCOnut – ქოქოსისა და ხის ხელნაკეთი სანათები – ქართველი წყვილის ეგზოტიკური ამბავი