პიასა და რეიჩელის მიერ დაფუძნებული კომპანია იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ალკოჰოლური სასმელების მომწოდებელი შეიძლება, იყოს… Republic Restoratives Distillery ხალხის მიერ უმსხვილესი დაფინანსების მქონე ქალების ალკოჰოლური სასმელების საწარმოა. მრავალფეროვან საზოგადოებას ასახავს, რომელთაც საერთო მიზანი — ამერიკული იდენტობის გარდაქმნა ამოძრავებთ. ქალების მიერ მართული და ლგბტ თემზე ორიენტირებული ბრენდი იმ სექტორში იკიდებს ფეხს, რომელშიც ტრადიციულად კაცები დომინირებენ, მათ არსებული ნორმების მსხვრევა სურთ, თანაც ზურგს ცვლილებებს მოწყურებული საზოგადოება უმაგრებთ.
„ჩვენ მრავალფეროვანი საზოგადოება ვართ, რომელსაც საერთო ღირებულებები ამოძრავებს და ის, რაც ნამდვილ ამერიკელად ყოფნას ნიშნავს. ჩვენ ვავლენთ ინოვაციურ და აქამდე უთქმელ დამოკიდებულებას ხარისხიანი ამერიკული სასმელების წარმოების მიმართ, გარდავქმნით ტრადიციების მომავალს და ყველას ვიწვევთ ამ საქმეში“, — აცხაფებს პია კარუსონე, ბრენდის თანადამფუძნებელი.
Republic Restoratives-მა ვაშინგტონში არსებული მიტოვებული ქარხანა ხელოვნების ობიექტად აქცია, რათა ბურბონი დაეძველებინა. ბრენდისთვის საკულტო სტაფილოსფერი ხაზითაც წარმოგვიდგინეს, ფერით, რომელიც თავდაპირველი ადგილის განახლებისას აღმოაჩინეს და რომელსაც წარსული აწმყოში გადმოჰოქონდა. ახლა კი სწორედ ეს ხაზი წარმოადგენს ბრენდის მთავარ ეთოსს, რაც რაღაცების რღვევას უკავშირდება.
ბრენდის იდენტობასა და შეფუთვაზე პასუხისმგებლობა Midday Studio-ს დააკისრეს. შედეგად მიღებული თამამი დიზაინი კი ბრენდის ხმას აძლიერებს, მიგვანიშნებს, რომ ისინი ვაშინგტონის ფესვებიდან უფრო დიდი აუდიტორიისკენ ინაცვლებენ და თუ როგორ მოახერხეს ეს, ქვემოთ ნახეთ: